სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია

პროექტები | მიმდინარე პროექტები 16 თებერვალი 2024

 

 

 

 

 

პროექტის სახელწოდება:  სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია

დონორი: ევროკავშირი (ევროკომისია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში)

პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სტუდია მონიტორი

პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2024 – 31.12.2026

გრანტის სრული ოდენობა: 967,343.37 ევრო

IDFI-ს მიერ მიღებული თანხა: 124,255 ევრო

 

პროექტის მიზანი: სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის, სასამართლო რეფორმების ჩათვლით.

 

IDFI-ს აქტივობები: სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

 - შეიმუშავებს მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშებს, საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თაობაზე. გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის შესაფასებლად შემუშავდება მეთოდოლოგია - საქართველოს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ინდექსი;

 

- მოამზადებს შედარებით ანალიზს დასაბუთებული გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობის შესახებ. კერძოდ, მომზადდება კვლევები, რომლებიც მოიცავს  სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის შესახებ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, დირექტივებსა და სტანდარტებს;

 

- განახორციელებს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულების მონიტორინგს და მოამზადებს ანგარიშს. IDFI გამოავლენს არსებულ სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასამართლოების დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად;

 

- დაიწყებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას იმ ბარიერების დასაძლევად, რომლებიც ამჟამად აფერხებს საზოგადოების ხელმისაწვდომობას სასამართლო აქტებზე.

 

2024-2026 წლების IDFI-ს წილი ბიუჯეტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს IDFI-ს კონტრიბუციას:

 

 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024