IDFI საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციიის ხელმისაწვდომობის რეიტინგს წარმოადგენს

სიახლეები 22 მაისი 2014

23 მაისს, პარასკევს, 11:00 საათზე,ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში (მის: ჭოველიძის 10),  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგს წარმოადგენს და ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს. 

 

ანგარიში მოიცავს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდს.

 

კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის გამოვლენა, თუ რამდენად შენარჩუნებულია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე არსებული დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

მოცემულ პერიოდში ინსტიტუტმა 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას მიმართა 493 მოთხოვნით;აღმოჩნდა, რომ რიგი სამინისტროების შემთხვევაში დაფარულია იმგვარი მონაცემები, რომლის დეტალური გასაჯაროებაც მათ მიერ უზრუნველყოფილი იყო პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე. ამის საპირისპიროდ, უკეთესი შედეგი აჩვენეს უფრო დახურულმა უწყებებმა.

 

პრეკონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მონაცემები, თუ რა ტიპის ინფორმაციას არ გასცემენ ყველაზე ხშირად საჯარო დაწესებულებები.

 

კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის www.opendata.ge -2013-2015 ფარგლებში განხორციელდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024