პროექტ საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებულის პრეზენტაცია

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 21 ნოემბერი 2010

2010 წლის 9 ნოემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“  შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში (ყოფილი „საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი“) მოაწყო პროექტის “საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებული”პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

 

პრეზენტაციას დაესწრნენ მისი აღმატებულება შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეჰლერი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანიტა შლუჰტერ როტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონური ოფისის დირექტორი დოქტორი ირის კემპე.

პრეზენტაცია წარმართეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. სტუმრებს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდი „გამჭვირვალე არქივები“ (http://www.idfi.ge/archive/?lang=en). პრეზენტაციის მონაწილეებს გააცნეს 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტების დამუშავებული კოლექცია, მარტის მოვლენების კვლევისას გამომჟღავნებული ახალი ისტორიული ფაქტები და საარქივო მასალების მნიშვნელობა საქართველოსა და საბჭოთა ისტორიის კვლევის საკითხებში.

საქართველოს შსს-ის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა ბატონმა ომარ თუშურაშვილმა გააცნო სტუმრებს არქივის ისტორია, დაცული საარქივო მასალების ჩამონათვალი. მან აგრეთვე წარუდგინა სტუმრებს ის სამუშაო და პროექტები, რომლებსაც ახორციელებს შსს-ოს საარქივო სამმართველო.

პრეზენტაციის სტუმრებმა მისმა აღმატებულებამ, შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეჰლერმა და დოქტორმა ირის კემპემ ისაუბრეს არქივების გახსნილობის მნიშვნელობაზე, საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე, საარქივო მასალების საფუძველზე სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე. მათ შესთავაზეს არქივის ადმინისტრაციას კვლევითი კომპონენტის გააქტიურებისა და არქივების დიგიტალიზაციის ხელშეწყობა. შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ საერთო პროექტების გაგრძელებაზე და ინტენსიფიკაციაზეც.

 

სიუჟეტი პრეზენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://police.ge/index.php?m=8&newsid=1694&lng=geo

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024