საარქივო დოკუმენტები IDFI - ის ვებგვერდზე განთავსდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 30 მარტი 2011

25 მარტს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“  საზოგადოებას წარუდგინა  საარქივო დოკუმენტების კოლექცია, რომელიც ეხებოდა  1956 წლის წლის 5-9 მარტს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

პროექტი განხორციელდა IDFI-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ, შსს-ს საარქივო სამმართველოსთან თანამშრომლობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით.პროექტი დაფინანსდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა  დოქტორმა ირის კემპემ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დოქტორმა ანიტა შლუჰტერმა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში შეგროვებულ საარქივო დოკუმენტებზე  და მათ მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციისას მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ეხებოდა 1956 წლის 5-9 საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.  პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელიც წარიმართა კითხვა - პასუხის რეჟიმში.

შეხვედრას ესწრებოდნენ 1956 წლის  5-9 მარტის მოვლენების მონაწილეებიც.

IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოძიებული საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის,საქართველოს უშიშროების კომიტეტისა და ასევე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივებიდან მიღებული დოკუმენტები გამოქვეყნებულია და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია IDFI–ის ვებგვერდზე: http://www.idfi.ge/archive/?cat=show_db&db_id=19⟨=ka

ახლო მომავალში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული საარქივო მასალების გამოქვეყნებას გეგმავს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024