IDFI-ის მიერ არქივებთან დაკავშირებით ჩატარებული აქტივობები 2010 წელს

არქივი 28 აპრილი 2014

2010 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) არქივებთან დაკავშირებით ჩატარებული აქტივობები ძირითადად შეეხებოდა ინფორმაციის თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობას;

 

საბჭოთა წარსულზე მუშაობის თვალსაზრისით, საინტერესო გახლდათ საერთაშორისო კონფერენცია "ინფორმაციის თავისუფლება კავკასიის რეგიონში" (8-11 მაისი, 2009 წელი), რომლის მონაწილე ქვეყნებმა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) არსებული პრობლემების სიმრავლიდან გამომდინარე და მათ გადასაჭრელად გამოკვეთეს ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ეფექტური ქსელის შექმნის აუცილებლობა. საუბარი შეეხო ასევე საერთო საბჭოთა წარსულის გავლენას წარმოდგენილ ქვეყნებში. მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა ინფორმაციაზე და მოქალაქეების უმეტესობამ დღესაც არ იცის, რომ არსებობს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ბევრი რეგიონალური საჯარო დაწესებულების წარმომადგენლისთვის არ არის ცნობილი მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

2010 წლის 9 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში (ყოფილი „საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი“) მოეწყო პროექტის “საარქივო დოკუმენტების კოლექციის კრებული”პრეზენტაცია. IDFI-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის მონაწილეებს გააცნეს 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტების დამუშავებული კოლექცია, მარტის მოვლენების კვლევისას გამომჟღავნებული ახალი ისტორიული ფაქტები და საარქივო მასალების მნიშვნელობა საქართველოსა და საბჭოთა ისტორიის კვლევის საკითხებში.

 

2010 წლის 23-26 ოქტომბერს IDFI-ის ანალიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს პირველ საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო მე-20 საუკუნეში: საქართველოს უშიშროების არქივების მიხედვით“. კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არქივების გახსნილობა, საბჭოური პერიოდის არქივები, საარქივო დოკუმენტები და რაც მთვარია, ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარებული სამეცნიერო კვლევები;

 

აღსანიშნავია ის, რომ ინსტიტუტის მკვლევარები საარქივო და სხვა წყაროებზე დაყრდნობით აწყობენ გამოფენებს, აგროვებენ ფოტო და დოკუმენტურ მასალებს, იწერენ ზეპირ ისტორიებს, აქვეყნებენ კვლევებსა და პუბლიკაციებს. ამ მიმართულების ფარგლებში ორგანიზაცია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ არქივთან, მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებთან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024
განცხადებები

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024