კოალიციური საქმიანობა

1 ივლისი 2021 image

ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელი (EAACN)

ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელი არის ანტიკორუფციული ჰაბების საერთაშორისო ქსელი, რომელიც დაფუძნდა 2019 წელს. ქსელის მიზანია გააერთიანოს საერთაშორისო საზოგადოება კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.

28 ოქტომბერი 2020 image

მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB)

2020 წლის შემოდგომაზე, IDFI შეუერთდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდადა პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე.

24 აპრილი 2020 image

IDFI მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience წევრი გახდა

The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“)არის მეხსიერების კვლევის პლატფორმა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და აერთიანებს 275 ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან. კოალიციის მთავარი მიზანია, გაზარდოს აღნიშნული ინსტიტუტეციების შესაძლებლობები საგრანტო დაფინანსების, ურთიერთდაკავშირების და საერთო ქსელში ჩართვის, ტრენინგების, გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმების ამოქმედებისა და ადვოკატირების გზით.

4 თებერვალი 2019 image

Time Machine FET Flagship - კონსორციუმი

კონსორციუმის მიზანია დიდი მასშტაბის ისტორიული სიმულატორის შექმნა, რომელიც ევროპის 2000 წლიან ისტორიას ასახავს. ასევე, კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები იღწვიან შექმნან ახალი ტექნოლოგიები, რომელიც შესაძლებელს გახდის კულტურული მემკვიდრეობის მასშტაბურ სკანირებას, ანალიზს, წვდომას, შენარჩუნებასა და კომუნიკაციას.

6 ნოემბერი 2018 image

IDFI ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიციის წევრი გახდა

2018 წლის 6 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი 25 ორგანიზაცია შეთანხმდა კოალიციურ მუშაობაზე და ხელი მოაწერა ახალი გაერთიანების პოზიციონირების დოკუმენტს.

 

6 სექტემბერი 2017 image

ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა ქსელი (FOIAnet)

ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა ქსელი (FOIAnet) არის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო ქსელი, რომლის წევრი ორგანიზაციები და ინდივიდები ცდილობენ დაამკვიდრონ და დაიცვან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება. იგი მოიცავს 240-ზე მეტ ორგანიზაციასა და 700-ზე მეტ კერძო პირს. IDFI, როგორც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების აქტიური მხარდამჭერი, FOIAnet- ის წევრი 2010 წლიდან არის.

21 ივნისი 2017 image

OpeningParliament.org ფორუმი

IDFI არის საერთაშორისო ფორუმის – OpeningParliament.org-ის წევრი ორგანიზაცია. ფორუმის მიზანია დააკავშიროს მსოფლიოს მასშტაბით საპარლამენტო მონიტორინგსა და ღიაობაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები.

 

1 ივნისი 2017 image

გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის კოალიცია

2017 წლის 1 ივნისს, IDFI შეუერთდა „გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის (UNCAC) კოალიციას“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 350-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მოიცავს 100-ზე მეტ ქვეყანაში, და მიზნად ისახავს UNCAC-ის რატიფიკაციას, იმპლემენტაციასა და მონიტორინგს.

5 სექტემბერი 2016 image

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის

20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

15 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი

პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი.