IDFI ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიციის წევრი გახდა

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | სტატია 6 ნოემბერი 2018

2018 წლის 6 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი 25 ორგანიზაცია, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), შეთანხმდა კოალიციურ მუშაობაზე და ხელი მოაწერა ახალი გაერთიანების პოზიციონირების დოკუმენტს.

 

გუნდი, რომელიც ფონდი ღია საზოგადოების ქსელის ინიცირებული პროექტის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა, აგრძელებს მუშაობას კოალიციის ფარგლებში. ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია აქტიურად ჩაერთვება ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებში და უპასუხებს არსებულ გამოწვევებს, რათა ჯანდაცვის სისტემის და პოლიტიკის განვითარების გზით გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივად იმუშავებენ ეფექტიანი და ინკლუზიური ჯანდაცვის მისაღწევად.

 

კოალიცია იმუშავებს ორი სტრატეგიული მიმართულებით:

 

1. ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი და ხელმისაწვდომობა

2. ჯანდაცვის სისტემა და პოლიტიკა: მონიტორინგი, ფორმირება და ადვოკატირება

 

კოალიციას ჰყავს მასპინძელი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს სამდივნოს ფუნქციას. კენჭისყრის შედეგად, კოალიციის პირველი მასპინძელი ორგანიზაცია საერთაშორისო ფონდი კურაციო გახდა.

 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:

 

  1. აკესო (ACESO)
  2. ახალი ვექტორი (New Vector)
  3. რეალური ხალხი რეალური ხედვა (Real People Real Vision)
  4. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი (GIP – Tbilisi)
  5. ველფეარ ფაუნდეიშენი საქართველო (Welfare Foundation Georgia)
  6. თანადგომა (Tanadgoma)
  7. თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
  8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU)
  9. თეთრი ხმაური (White Noise)
  10. თინათინ ტურძილაძე – ფარმაცევტული სფეროს ექსპერტი
  11. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  13. მსოფლიოს ექიმები – საქართველო (MDM)
  14. პირველი არხი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  15. ჟურნალი „ლიბერალი“
  16. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
  17. საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF)
  18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  19. საქართველოს ზიანის შემცირების ქსელი (Georgia Harm Reduction Network)
  20. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  21. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) – Georgia Red Cross Society (GRCS)
  22. საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი (GHPEF)
  23. სოლიდარობის ქსელი (Solidarity Network)
  24. სტუდია „მონიტორი“
  25. ქალები თავისუფლებისათვის (Women for Freedom)

 

კოალიციის პოზიციონირების დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ.

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024