სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 3

პროექტები | დასრულებული პროექტები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 8 სექტემბერი 2022

 

პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 3

პროექტის მხარდამჭერები: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 

ბიუჯეტი: 61, 900 ლარი

ხანგრძლივობა: 08.09.2022 -  15.01.2023

 

 

დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით. ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას. 

 

გორის იდენტობა, რომელიც ასე არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას წარმოიდგინონ თავიანთი რეგიონის განსხვავებული პოზიციონირება ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიული საშუალება. პროექტის მიდგომა არის არა მხოლოდ იდეის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობამდე, არამედ, მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვა.

 

პროექტის მიზანია ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმის შექმნა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან. მასალების შექმნასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივი ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (მაგ. დევნილები) ჩაერთვებიან და ინფორმირებულნი იქნებიან პროექტის შემუშავების შესახებ, რაც მათი ქალაქის ისტორიულ იდენტობას მათთვის აქტუალურს გახდის.

 

პროექტის მესამე საფეხურის განვითარება სამი განსხვავებული მიმართულებით იგეგმება: პირველი, საარქივო გამოკვლევებისა და ადგილობრივების გამოკითხვის საფუძველზე მეტი მოკლე ისტორია შეიქმნება და ციფრულ რუკაზე მოინიშნება მეტი ცნობილი თუ ნაკლებად ჩნობილი ისტოირული ლოკაციები; მეორე ასპექტი ვებ-განვითარებაა - სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ვებ-საიტი www.gorimaps.ge შეიძენს ახალ დიზაინს, გაფართოვდება და განვითარდება. მესამე ასპექტი მემორიალური დაფების განთავსებაა ქალაქში. რუკაზე მონიშნულ ადგილებზე, სპეციალურად დამზადებული დაფები დაიდგმება, რომლებზეც QR კოდი იქნება განთავსებული, ისინი კი მომხმარებელს გადაიყვანს ვებ-საიტზე, სადაც მას შეეძლება მეტი ინფორმაცია გაიგოს ამ ადგილის შესახებ. შემაჯამებელ დაფაზე გამოსახული იქნება ციფრული რუკა.

 

 პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი წვლილს შეიტანს ქალაქის მონახულების ალტერნატიული გზის შექმნაში. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.

 

პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი იდენტობის რუკასა და ნარატივებს გრძელვადიანი ეფექტი ექნებათ იმ ისტორიებზე, რომლებიც გორს შეეხება, ასევე თუკი ახლადმონიშნული ლოკაციები ქალაქის ალტერნატიული ისტორიის განხილვის დასაწყისს შექმნიან. 



Პროექტის მიზნები

 

- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და   სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;

 

-ახალი იდენტობის რუკა და ნარატივები ზეგავლენას ახდენენ ისტორიებზე, რომლებიც მოთხრობილია რეგიონის შესახებ. ქალაქის  სხვდასხვა ლოკაცია გახდება  ქალაქის ალტერნატიულ ისტორიაზე დიალოგის ამოსავალი წერტილი

 

- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;

 

- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში; 

 

- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა; 

 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- ისტორიულ და სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული მოკლე ისტორიების შექმნა. 

 

- ვიდეოებისა და ინფოგრაფიკების დამზადება

 

- შიდა ქართლში მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა პროექტის შედეგების განხილვის მიზნით. 

 

- www.gorimaps.ge საიტის დეველოფმენთი 

 

- ადგილობივ წარმომადგენლებთან და მკვლევრებთან ერთად ქალაქში რელევანტური ლოკაციების იდენტიფიცირება

 

- დაფების (და QR კოდების) დამონტაჟება ქალაქში

 

- პროექტის წარდგენა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და სთეიქჰოლდერებთან

 

- ტურიზმის სააგენტოებთან და გიდებთან კომუნიკაცია და პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის მიწოდება

 

- ფიზიკური რუკის შექმნა და დამზადება, რომელზეც ასახული იქნება ციფრული რუკაზე მონიშნული ლოკაციები. 

 

 

ხელშეკრულება

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023