პროკურატურის რეაგირება 2012 წლის შემდეგ უწყებაში შესულ განცხადებებზე

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 8 ივლისი 2015

2014 წლის 22 დეკემბერს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“, საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა სტატისტიკური მონაცემები 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობისა და მათზე დამდგარი შედეგების შესახებ.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას.

 

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებულ იქნა ასევე ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის:


- დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელის წინააღმდეგ;
- გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ;
- გამამართლებელი 29 პირის მიმართ;
- 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას;
- დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.



ამის შემდეგ IDFI დაინტერესდა იმით, თუ რა შედეგებით დასრულდა/რა მსვლელობა მიეცა მოცემულ 10379 განცხადებას/საჩივარს, მათ შორის, რამდენ შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რამდენ შემთხვევაში დადგა გამამართლებელი განაჩენი, რამდენ შემთხვევაში შეწყდა საქმის წარმოება მოსამართლის მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო, რამდენ შემთხვევაში იქნა გამოყენებული განრიდება, რამდენ შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და რამდენ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის წარმოება. აღნიშნულ კითხვაზე 2015 წლის 29 მაისს მოგვეწოდა ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა არასრულყოფილ მონაცემებს მხოლოდ პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში მიმდინარე საქმეთა შესახებ (სულ 112). ამასთან, გვეცნობა, რომ აღნიშნულ 10379 განცხადებასა და დეპარტამენტის საქმიანობის დაწყებიდან   წერილის მიღების მომენტამდე შესულ 2208 განცხადებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არც ერთ საქმეზე არ იყო მიღებული. 


იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ პასუხობდა ჩვენს შეკითხვას და ის მოიცავდა ინფორმაციას არა პროკურატურაში მთლიანად შესული 10379 განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული ზომების, არამედ მხოლოდ ერთ დეპარტამენტში მიმდინარე საქმეების შესახებ, ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ მიგვეღო ინფორმაცია პროკურატურისგან, თუმცა, სამწუხაროდ, ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში მოგვეწოდა და გვეცნობა, რომ „შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულ იქნა პროკურატურის ორი თანამშრომლის მიმართ.“


დასკვნის სახით, გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი ძალზედ აქტიურად დადგა საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პროკურატურა არ ფლობს ან არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა და რა რეაგირება მოყვა უწყებაში შესულ იმ 10379 განცხადებას, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.


მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადობის ნდობის ამაღლების მიზნით, ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია საქართველოს პროკურატურამ გამოქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოყვა უწყებაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შესულ იმ განცხადებებს/საჩივრებს, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე მიუთითებდნენ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024