პარლამენტის ვებგვერდის ოპტიმიზაცია ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტებთან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 21 დეკემბერი 2016

ავტორი: ლევან ავალიშვილი

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საპარლამენტო პროექტის მხარდაჭერით და  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) თანამშრომლობით, მოხდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის (www.parliament.ge) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის A საფეხურზე ოპტიმიზაცია. დღეიდან პარლამენტის ვებგვერდი საერთაშორისო W3 ხელმისაწვდომობის (W3 Accessibility) სტანდარტის A საფეხურის მოთხოვნებთან (WCAG 2.0) შესაბამისობაშია მოყვანილი და მაქსიმალურადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისათვის.

 

ვებ რესურსების ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო (WCAG 2.0) მსოფლიო ვებ ქსელის კონსორციუმის (World Wide Web Consortium) მიერ, ვებ ხელმისაწვდომობის ინიციატივის პროგრამის ფარგლებშია შემუშავებული და ის 12 მითითებას მოიცავს (ვებგვერდზე ნავიგაციის გამარტივება, დოკუმენტების მარტივი ფორმატით ატვირთვა, ხმოვანი და ვიზუალური მასალის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმატით ატვირთვა და სხვა). WCAG 2.0-ის მითითებები შემდეგი პრინციპებიდან გამომდინარეობს - ინფორმაციის შინაარსობრივად მარტივად აღქმა, დამუშავება და მასზე შეუფერხებელი წვდომის ხელშეწყობა.

 

ამასთან, ვებ რესურსების ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო (WCAG 2.0) გვთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ვებგვერდების ოპტიმიზაციის სამ საფეხურს - A საფეხური, AA საფეხური და AAA საფეხური. დღესდღეობით, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი A საფეხურზეა ოპტიმიზირებული, რაც შემდეგს გულისხმობს:

 

- ვებგვერდზე განთავსებული ვიზუალური მასალის მარტივად აღსაქმელად, შესაძლებელია მისი ტექსტით (მსხვილი შრიფტით, ბრაილით, ხმოვანი სიტყვით, სიმბოლოთი ან გამარტივებული ტექსტით) ჩანაცვლება. ამისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს სპეციალური მოწყობილობა ან დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიც არის ბრაილის კლავიატურა და ეკრანის გახმოვანების პროგრამები;

 

- აუდიო და ვიდეო ფორმატებში მოცემულ მასალას შესაძლებელია დაემატოს ალტერნატიული, ტექსტის ფორმატით მოცემული ვერსია ან ბმული, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი აუდიო ან ვიდეო ფორმატით ატვირთული მასალის ტექსტობრივ ვერსიაზე გადავა;

 

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუადვილდებათ პარლამენტის ვებგვერდზე კლავიატურით ნავიგაცია, ვებ-გვერდის ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომია კლავიატურის მეშვეობით;

 

- ვებგვერდზე შესაძლებელია სპეციალური მექანიზმის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გვერდს აუვლის რამდენჯერმე გამეორებულ მასალას ან შემოვლითი გზით გადავა მისთვის საინტერესო მასალაზე;

 

- განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად პარლამენტის ვებგვერდზე დანერგილია W3 ხელმისაწვდომობის A საფეხურის სხვა სტანდარტებიც, სრული ინფორმაციისთვის იხილეთ WCAG 2.0 სახელმძღვანელო.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარლამენტის ვებგვერდის ოპტიმიზაციაზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, გეგმის 2.1. პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივების ვალდებულება იკისრა. აღნიშნული ვალდებულება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს და მის განხორციელებაში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქტიურადაა ჩართული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი

26.10.2021

მედიააკადემიასთან დავა სასამართლოს მეორე ინსტანციამაც IDFI-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა

22.10.2021

IDFI საერთაშორისო ქსელის - გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) წევრი გახდა

22.10.2021

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

20.10.2021
განცხადებები

IDFI საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

18.10.2021

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

27.09.2021

IDFI ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება

17.09.2021

IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

08.09.2021
ბლოგპოსტები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

20.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021