სამუშაო შეხვედრა Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 ივლისი 2021

2021 წლის 6 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, გამართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

ღონისძიების მიზანი იყო პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა საჯარო დაწესებულებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ჩართულობით. 

 

ღონისძიება გახსნა და მოდერაციას უწევდა პროექტის კოორდინატორი, თეონა ტურაშვილი. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, მოხსენებები გააკეთეს IDFI-ის, საქართველოს რეფორმების ასოციაციისა (GRASS​) და სტუდია მონიტორის წარმომადგენლებმა.

 

IDFI-ის ანალიტიკოსმა, მარიამ გოგიაშვილმა წარმოადგინა კორონავირუსთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგისას გამოვლენილი სისტემური პრობლემების შესახებ მთავარი მიგნებები. საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს GRASS-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ნაზიბროლა რეხვიაშვილმა და სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიკა დუდუნიამ. მომხსენებლების მიერ ხაზგასმული პრობლემური გამოცდილებები შესყიდვების საჯაროობასთან და მონიტორინგის სირთულეებთან დაკავშირებით მეტწილად მსგავსი აღმოჩნდა. ძირითად პრობლემებად დასახელდა CMR და SMP მოდულებში ატვირთული დოკუმენტების დაკავშირების შეუძლებლობა, რამდენიმე უწყების მხრიდან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების საჯაროობა და გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთების ბუნდოვანი სტანდარტი.

 

მოხსენებების შემდგომ, დისკუსიის რეჟიმში საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით მოხდა მიმდინარე გამოწვევების განხილვა. მათი გადაჭრის ალტერნატივები წარმოადგინეს მომხსენებლებმა, როგორც ელექტრონულ სისტემაში ცვლილებების შეტანის, ისე საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის გზით. ამასთან, დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან გაჟღერდა შეთავაზება შესყიდვების სააგენტოსა და სამოქალაქო საზოგადოების პერმანენტული შეხვედრების შესახებ, რაც ყველა მონაწილემ გაიზიარა. 

 

ასევე, IDFI-მ სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯარო უწყებებს გააცნო სისტემის გაუმჯობესების შესახებ გარკვეული შეთავაზებები, მათ შორის, კოვიდთან დაკავშირებული შესყიდვების ცაკლე მოდულად გამოტანა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ბაზაში SMP კოდით ძებნის შესაძლებლობა.

 

ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ - ფარგლებში, რომელსაც IDFI, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2020 წლის ივლისიდან ახორციელებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024