ონლაინ კონფერენცია - უახლესი მიღწევები დეზინფორმაციის კვლევაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და შემდგომი მიმართულებები საქართველოსთვის

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 2 ივნისი 2021

დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებით კვლევის არეალისა და თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საკვლევი თემების გაფართოების მიზნით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დეზინფორმაციისა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ორგანიზებით, 2021 წლის 1 ივნისს გაიმართა დისკუსია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი სამეცნიერო ცენტრები და მედიაორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ისე ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან, რომელთაც დიდი ტრადიცია და მრავალფეროვანი სპეციალიზაცია აქვთ დეზინფორმაციის კვლევასა და გაშუქებაში, ისევე როგორც მის წინააღმდეგ ბრძოლაში. კონფერენციაზე განხილული იყო მთავარი მიღწევები დეზინფორმაციის კვლევებში სხვადასხვა ორგანიზაციის კონტექსტში, ისევე როგორც საუკეთესო პრაქტიკები დეზინფორმაციის სოციალ-პოლიტიკური ეფექტების გასანეიტრალებლად.



კონფერენცია გახსნეს მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა - ანტონ ვაჭარაძემ და იმავე მიმართულების ასოცირებულმა მკვლევარმა - ნინო გოზალიშვილმა . მათ ხაზი გაუსვეს იმ მიმდინარე და კომპლექსურ გამოწვევებს, რომლებსაც დეზინფორმაცია იწვევს ისეთ დემოკრატიული და დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოებებისთვის, როგორიცაა საქართველო.

 



კონფერენციის პირველი პანელი გახსნა მეგი ქარცივაძემ , არქივების, საბჭოთა კავშირისა და მეხსიერების კვლევის მიმართულების ანალიტიკოსმა, რომელმაც წარმოადგინა IDFI-ის დეზინფორმაციის კვლევისა და მისი განეიტრალების მიმართულებით ორგანიზაციის მთავარი მიღწევები და მიმდინარე პროექტები. პრეზენტაციაში ხაზგასმული იყო დეზინფორმაციის მრავალგანზომილებიანი გავლენა ისტორიის, საზოგადოებისა და პოლიტიკის სხვადასხვა დარგზე, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან.

 

დისკუსიაში, IDFI-ისთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს შემდეგი რვა ორგანიზაციის და მედიასაშუალების წარმომადგენლებმა: GLOBSEC - დომინიკა ჰაიდუ ; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED ) - ნინო რიჟამაძე ; ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - ელინა ლანგე-იონათამიშვილი ; ZINC Network - სოფო გელავა ; People in Need Georgia - გიორგი ჯანგიანი ; Transitions, Prague- იაროსლავ ვალუჩი ; ციფრული მედიისა და წიგნიერების ცენტრი ვენაში ( Center for Digital Media Literacy Vienna)- დიტმარ პიჩლერი ; DELFI Baltics - ვიტოლდ იანისი;


სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრისა და მედიასაშუალების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე დეზინფორმაციის კვლევის მიმართულებით და ძირითად სტრატეგიებზე, რომელიც მათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად შეიმუშავეს. ამასთან ერთად, თითოეულმა პანელისტმა წარმოადგინა არა მხოლოდ წარმატებული მიმართულებები და პროექტები, არამედ გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან დეზინფორმაციის კვლევებისა და მის წინააღმდეგ სტრატეგიების შემუშავების კუთხით. ასეთ გამოწვევებს შორის იყო არასაკმარისი ან არაფექტური მონიტორინგის ინსტრუმენტები ისეთი მცირე ენებისთვის, როგორიცაა ქართული ან სლოვაკური; ასევე საზოგადოების ნდობის დონე სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, რაც ართულებს დეზინფორმაციის შედეგების წინააღმდეგ მათ ბრძოლაში საზოგადოებასთან კომუნიკაციას.


დიალოგი დასრულდა მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატით, სადაც მონაწილეებსა და დამსწრეებს საშუალება მიეცათ გაევლოთ პარალელები საკუთარ ეროვნულ კონტექსტებს შორის და აღენიშნათ ის მსგავსი გამოწვევები, რომელიც რეგიონის ქვეყნებს უდგათ დეზინფორმაციის ტენდენციებისა და მასთან ბრძოლის კუთხით. დიალოგი მიზნად ისახავდა შემდგომი დისკუსიისა და თანამშრომლობის გზით სამომავლო კვლევების დაგეგმვას, რომელიც იქნება მორგებული ეროვნულ კონტექსტზე, თუმცა ექნება რეგიონული მნიშვნელობა.

 

____

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024