საქართველოს მთავრობის წევრებს 9 მილიონი ლარის პრემიები გადაუხადეთ

IDFI მედიაში 16 მაისი 2014

2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასოდანამატის სახით 3 135 038 ლარი. 14 მინისტრიდან პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე მეტი თავდაცვის მინსტრმა ირაკლი ალასანიამ 83 076 ლარი მიიღო, ხოლო ყველაზე ცოტა 25 043 ლარი განათლების მინისტრს თამარ სანკიძეს გადაუხადეს. დანარჩენი მინისტრების შემოსავალი 42 ათასიდან 50 ათას ლარამდე მერყეობს.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს  პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით გაცემული თანხების შესახებ ინფრომაცია არასრულად მიაწოდეს:  ფინანსთასამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ენერგეტიკის მინისტრის სამ მოადგილეზე 2013 წელს პრემიის სახით გაცემულია 186 080 ლარი, მაშინ როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოთხი მოადგილის 2013 წელს პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 22 220 ლარი.

 

10 ყველაზე დიდი ფულადი წახალისებით პრემირებულ მინისტრის მოადგილეები არიან:

იუსტიციის მინისტრის ოთხი მოადგილე: დავით ჯანდიერი (57 520 ლარი), ალექსანდრე ბარამიძე (55 971) გოჩა ლორთქიფანიძე (54 419 ლარი), ალექსანდრე ბურჭულაძე (54 419 ლარი).

ენერგეტიკის მინისტრის  სამი მოადგილე: მარიამ ვალიშვილი (65 280 ლარი), ილია ელოშვილი (65 280 ლარი), ირაკლი ხმალაძე (55 520 ლარი). სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ორი მოადგილე: არჩილ თალაკვაძე (59 840 ლარი), გრიგოლ გიორგაძე (47 220 ლარი).

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი (49 823 ლარი).

 

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება

09.12.2019

რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსირების კვლევები

06.12.2019

საპროცესო შეთანხმების შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია

04.12.2019

კარგი მმართველობის ფორუმი (GGF)

30.11.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება

14.11.2019

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019