საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მონიტორინგი
2011 წლის 07 დეკემბერს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.nbe.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 40.03%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 47.95%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 43.99%
საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის მიმდინარე რეიტინგში აღსრულების ეროვნულ ბიუროს პირველი ადგილი უკავია.
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge