სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში პროკურატურის რეფორმის მიმდინარეობას ორი ადგილობრივი ორგანიზაცია შეაფასებს

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 21 იანვარი 2019

2019 წლის 17 იანვარს, IDFI-ის კონკურსში გამარჯვებულმა 2-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) ბათუმის ფილიალმა და ასოციაცია „დეა“-მ – წარმატებით გაიარეს პროკურატურის რეფორმის მონიტორინგის ტრენინგი. მომდევნო 8 თვის განმავლობაში ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში შეაფასებენ ამ რეფორმის მიმდინარეობას.

 

CSI-ის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის ნათია აფხაზავას თქმით, რეფორმის შეფასება მისი ორგანიზაციისთვის ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

 

„ვფიქრობთ, აჭარის რეგიონში მიმდინარე პროკურატურის რეფორმის მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს ზუსტად გავიგოთ რამდენად ეფექტურად განხორციელდა სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები და რამდენად აისახება მიმდინარე რეფორმის შედეგი საზოგადოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს აქვს დიდი გამოცდილება მონიტორინგის, პოლიტიკის დიალოგის წარმოების თუ ინფორმაციის ანალიზის კუთხით, ეს პროექტი ჩვენთვის იქნება, ერთი მხრივ, ორგანიზაციის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერების, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი მიმართულების / გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა“, – აღნიშნა მან.

 

ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორის მადონა ხარებავას აზრით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში IDFI-ისთან თანამშრომლობა, კონსულტაციები და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განვითარებას.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ IDFI-ისთან პარტნიორობის შედეგად შექმნილი კვლევითი დოკუმენტი ხელს შეუწყობს პროკურატურის რეფორმის მოქმედი და სამომავლო გეგმების დახვეწას. ჩვენი მოლოდინით, მონიტორინგის შედეგები და მასში მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება პროკურატურას უფრო ეფექტური რეფორმის წარმოებაში; პროკურატურა უფრო სენსიტიური გახდება ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისადმი, ყველასთვის გაიზრდება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დონე“, - აღნიშნა მან.



იანვარში ჩატარებულ ტრენინგს IDFI-ის წარმომადგენლები მარიამ თუთბერიძე და ანა კაკალაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგი ასევე მოიცავდა ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საქმეების მონიტორინგის შესახებ.

 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო და კორუფცია - კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციაზე საქართველომ ვერაფერი წარადგინა

27.01.2022

ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებმა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მიიღეს

26.01.2022

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული

26.01.2022

საქართველოში გარდაცვლილთა სტატისტიკა

26.01.2022
განცხადებები

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

13.01.2022

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების შესახებ

05.01.2022

2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ საზოგადოება საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

29.12.2021

კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება

28.12.2021
ბლოგპოსტები

ციფრული სერვისები, როგორც სახელმწიფოს, ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის ინტერაქციის პირდაპირი საშუალება MY.GOV.GE-ს მაგალითზე

23.01.2022

პოლიტიკური დაფინანსების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გამოწვევები საქართველოში

22.01.2022

სამოხელეო პოლიტიკისა და საჯარო სამსახურის გამოწვევები საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემაში

22.01.2022

იმერეთის რეგიონში სპორტის მუნიციპალური პოლიტიკის და მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი

17.01.2022