პროექტის

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 14 თებერვალი 2022

2022 წლის 11 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის  „სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ გამართა საინფორმაციო შეხვედრა გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან.

 

პროექტი 12 იანვრიდან მიმდინარეობს და იგი მიზნად ისახავს გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების ზრდასა და  სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანას, რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ვიზუალიზაციას, ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნას, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს.

 

დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით.

 

პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ორგანიზაციები: IDFI-ს პარტნიორები პროექტში არიან „გორის საინფორმაციო ცენტრისა“ და „ფოტოგრაფთა კლუბის“ წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონსა და “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან”(Sovlab) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელების ეტაპებზე კი მნიშვნელოვანი იქნება გორში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობა.

 

ქალაქის მერმა მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და მის ავტორებს. კომუნიკაცია გორის მერიასთან და სხვადასხვა საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა პროექტის განხორციელებისთვის უმთავრესია. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სურვილი გამოთქვა პროექტში განსაკუთრებით ახალგაზრდობის ჩართულობაზე, რაც აქტივობების ეტაპებზე გათვალისწინებულია.

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023