გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 27 მარტი 2023

2023 წლის 24 მარტს, გორში, ხელოვნების სახლში, ქალაქ გორსა და გორის რაიონში მცხოვრები მასწავლებლებისთვის პროექტის “აღმოაჩინე გორის” ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის www.gorimaps.ge-ს წარდგენა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 60-ზე მეტი მასწავლებელი.

 

ღონისძიების ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ვებგვერდზე განთავსებული მასალის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა. მასწავლებლებს გააცნო იდენტიფიცირებული ლოკაციები, რომლებიც ქალაქის შესახებ მივიწყებულ ისტორიებს მოგვითხრობს. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა, პროექტის ფარგლებში, ქალაქ გორსა და გორის რაიონთან დაკავშირებით აღმოჩენილ საარქივო დოკუმენტებზე, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია რეგიონის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების აღდგენა. 

 

შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც,  პედაგოგებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და მზაობა გამოხატეს ვებგვერდზე განთავსებული მასალა სამომავლოდ სასწავლო პროგრამებში დანერგონ.

 

პროექტმა „აღმოაჩინე გორი“ ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი ლოკაციები და პერსონები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში კი, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებგვერდი www.gorimaps.ge, სადაც რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა და საარქივო დოკუმენტებია ატვირთული. დაინტერესებულ ყველა პირს საშუალება აქვს, რუკაზე მონიშნული პინების დამხარებით, მოინახულოს ქალაქის ნაკლებად ცნობილი ადგილები, მოისმინოს ალტერნატიული ისტორიები და მეტი გაიგოს ქალაქის ისტორიული წარსულისა და იდენტობის შესახებ. ქალაქ გორში ასევე განთავსდა ბანერები, რომლებზეც დატანილია საკვანძო ინფორმაცია და QR კოდები, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ან ქალაქის სტუმრები შეძლებენ ამა თუ იმ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღებას.

 

პროექტი, ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში, ფინანსურად უზრუნველყო USAID-მა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024