IDFI-ის ტრენინგი ციფრული უფლებებისა და წიგნიერების შესახებ

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 17 ნოემბერი 2022

 

2022 წლის 16 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და კვლევითმა ინსტიტუტმა, Gnomon Wise-მა საქართველოს უნივერსიტეტში, ციფრული უფლებებისა და წიგნიერების შესახებ ტრენინგი გამართეს. 

 

ტრენინგი გახსენეს Gnomon Wise-ის აღმასრულებელ დირექტორმა, ირინა გურგენაშვილმა და IDFI-ის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა. ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობის შემდეგ, ტრენინგი დაეთმო ციფრული უფლებებისა და წიგნიერების მნიშვნელოვან საკითხებს. კერძოდ, ტრენინგის პირველ ნაწილში, თეონა ტურაშილმა მონაწილეებს გააცნო ციფრული უფლებების არსი, საქართველოს კანონმდებლობის თავისებურებები ამ კუთხით, ასევე, თუ რა მთავარი ციფრული გამოწვევები იკვეთება საქართველოს შემთხვევაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევების მიხედვით. მონაწილეები ასევე გაეცნენ IDFI-ის ბოლო კვლევებსა და რეკომენდაციებს ციფრული უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

 

ტრენინგის მეორე ნაწილს უძღვებოდა IDFI-ის ანალიტიკოსი, გვანცა ნიკურაძე, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს გააცნო საჭირო რჩევები სხვადასხვა ციფრული პლატფორმის, სოციალური ქსელებისა და ელექტორნული მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოსაყენებლად. 

 

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკული და თეორიული საკითხების შესახებ.

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024