ციფრული უფლებები საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები | ინტერნეტი და ინოვაციები 18 აპრილი 2022

                                                                            

 

პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებები საქართველოში
პროექტი#: SG-GX2060-LP-37 moo
დონორი ორგანიზაცია: ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
ბიუჯეტი:  19,843.70დოლარი
ხანგრძლივობა: 18 აპრილი - 17 ნოემბერი, 2022 წელი

 

პროექტის მოკლე აღწერა:

 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების ამაღლებას.

 

ამ მიზნით, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:

 

 

1. ციფრულ უფლებებთან დაკავშირებით პოლიტიკის ნარკვევის გამოქვეყნება და გავრცელება (I თვე - III თვე) - პროექტის პირველ ეტაპზე IDFI მოამზადებს პოლიტიკის ნარკვევს, რომელშიც ასახული იქნება საქართველოში ციფრული უფლებებისა და მედიაწიგნიერების განვითარების ძირითადი მოვლენები და საჭიროებები.

 

2. ციფრული უფლებების ადვოკატირების ერთი კამპანიის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება (I თვე - III თვე) - IDFI მოამზადებს ვიდეოს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საქართველოში ციფრული უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკის რეკომენდაციები.

 

3. ICNL-თან თანამშრომლობით მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ნარკვევის მომზადება ციფრული უფლებების იმ საკითხებზე, რომლებიც ფარულ მიყურადებას უკავშირდება (II თვე - IV თვე) - ეს იქნება თანამშრომლობა ICNL-ს, DSLU-ს, IDFI-სა და სომხეთის მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტს შორის.

 

4. RDR-თან თანამშრომლობით, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის ჩატარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ (V თვე – VII თვე) – ანალოგიურად, IDFI ითანამშრომლებს RDR-თან და მოამზადებს ქვეყნის ანგარიშს საქართველოს შესახებ - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში.

 

 

5. ციფრული უფლებების შესახებ ტრენინგის დაგეგმვა, ორგანიზება და გამართვა (V თვე - VII თვე) - პროექტის დასკვნით ეტაპზე IDFI: სტუდენტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის გამართავს ციფრული უფლებების შესახებ ტრენინგს. ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება ნახევარი დღე და გარდა ციფრული უფლებების შესახებ თეორიული საკითხებისა, მონაწილეებს გააცნობს  IDFI-ის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებულ პოლიტიკის ნარკვევებს.

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024