ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენის რეჟიმს დაუბრუნდა

სიახლეები | განცხადებები | ინტერნეტი და ინოვაციები 23 ივნისი 2020

2020 წლის 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იხილავდა კანონპროექტს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის ინიციატორის, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების საკითხს.


საკითხები, რომელთა საფუძველზეც ინიციატორმა კანონპროექტის მეორე მოსმენისათვის დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა, პლენარულ მოსმენაზე განხილვამდე უცნობი რჩება. ასევე, ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ გახლავთ ახალი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტი. კანონპროექტის ავტორის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რადგანაც კანონპროექტის სუბიექტები საჯარო დაწესებულებებთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებიც არიან, კვლავაც დღის წესრიგშია მთელი რიგი საკითხების გადახედვა. აღნიშნული განმარტება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კანონპროექტის ინიცირების პროცესში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებები.


მოგეხსენებათ, კანონპროექტი ინიცირებისთანავე კრიტიკულად შეფასდა სამოქალაქო და კერძო სექტორის მხრიდან. კანონპროექტის შემუშავების პროცესი არ გახლდათ ინკლუზიური, მასში სათანადოდ არ ყოფილა ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოება, დარგის სპეციალისტები და კერძო სექტორი. ასევე, უცნობია, ცვლილებების შემუშავებამდე მოხდა თუ არა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების სიღრმისეული შესწავლა.

 

კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდგომ, სამოქალაქო და კერძო სექტორის შენიშვნები და რეკომენდაციები შემოთავაზებულ ცვლილებებში მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. რამდენიმე პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, პრინციპულად პრობლემური საკითხები მეორე მოსმენაზეც უცვლელი დარჩა. სამწუხაროდ მეორე მოსმენის დროს, კანონპროექტის განხილვა ფაქტობრივად არ შემდგარა. ავტორმა მუხლობრივად წარადგინა შემოთავაზებული ცვლილებები ყოველგვარი განხილვისა და პოლემიკის გარეშე.

 


კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ მისი შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა დაჩქარებულად, დახურულ რეჟიმში, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სფეროს ექსპერტების სრულფასოვანი ჩართულობის გარეშე.


აღნიშნულიდან გამომდინარე კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

 

-  „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესში უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგის სპეციალისტებისა და კერძო სექტორის ჩართულობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024