IDFI-ის პასუხი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით

განცხადებები 4 ივლისი 2014

დღეს გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის  განცხადება მისი ვიზიტების დროს გაწეული ხარჯების შესახებ,  სადაც მან IDFI-ი დაადანაშაულა სამინისტროდან მიღებული მონაცემების საზოგადოებისათვის არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდებაში და არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში. მინისტრმა აგრეთვე ეჭვქვეშ დააყენა ზოგადად საჯარო ინფორმაციის ინსტიტუტისთვის გაცემის მიზანშეწონილობაც.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ  IDFI–იმ  2014 წლის იანვრის თვეში მიმართა საქართველოს ყველა სამინისტროს ინფორმაციის მოთხოვნის წერილებით, რომლიც ეხებოდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის თანამდებობის პირებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით ინსტიტუტს მიაწოდა არა უშუალოდ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე (მოთხოვნილი იყო სამინისტროს თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯები ჩაშლილად), არამედ მინისტრის და მისი მოადგილეების ხელმძღვანელობით დელეგაციების მიერ გაწეული ხარჯების ერთობლივი ოდენობების შესახებ ცნობები (პასუხში არ იყო გამიჯნული თანამდებობის პირებზე გახარჯული თანხები). 

 

ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში 2013 წელს სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო და როუმინგის ხარჯების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში გამოტანილი იქნა სწორედ ის მონაცემები, რომელიც ოფიციალურად იქნა მიღებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ასევე, გაკეთებული იქნა შესაბამისი მითითება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა არა უშუალოდ მინისტრის, არამედ მისი ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტის ხარჯს და ხაზგასმული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკაც. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მიერ მონაცემები გამოქვეყნებული იქნა იმ სახით, რა ფორმითაც IDFI-იმ ის მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. გვინდა, ასევე, შევახსენოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ IDFI-ი ვერ იქნება პასუხისმგებელი მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მედია საშუალებების მიერ ინტერპრეტირებაზე. 

 

ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მინისტრ ფანჯიკიძის პოზიცია და ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ IDFI–ი არაკეთილსინდისიერად და მიკერძოებულად აქვეყნებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მონაცემებს. ამავე დროს, მოვუწოდებთ მინისტრს, რომ მომავალში თავი შეიკავოს ისეთი სახის საჯარო განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს როგორც საქართველოს კანონმდებლობით ყველასთვის მინიჭებული უფლებების შეზღუდვა. მინისტრის აღნიშნული მოწოდება ერთი მხრივ წინააღმდეგობაში მოდის საჯარო და ღია მმართველობის პრინციპებთან და ამავე დროს შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ საჯარო მოსამსახურეებზე რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024