2013 წელს სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო და როუმინგის ხარჯები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 2 ივლისი 2014

2014 წლის იანვრის თვეში IDFI - იმ ყველა სამინისტროს მიმართა 2013 წელს თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე   გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ დეტალური (სასტუმროს ხარჯი, მგზავრობის ხარჯი, მივლინების მიზანი, ქვეყანა  და თარიღი) ინფორმაციის მოთხოვნით. ერთადერთ  სამინისტროს, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების შემთხვევაში მოწოდებულია მხოლოდ 2013 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამური ოდენობები. მათ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გაწეული  ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს.

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წელს  სამინსიტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირების (შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა) სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 3 121 919 ლარი.

 

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე 2013 წელს სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი გაწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მინისტრის და მისი მოადგილეების ხელმძღვანელობით ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ვიზიტებზე 2013 წელს სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 785 094 ლარი.  მათ შორის მინისტრის მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ვიზიტებზე გაწეული ხარჯი შეადგენს - 469 577 ლარს. ( დღიური ნორმა - 98 726 ლარი, სასტუმროს ხარჯი - 129 451 ლარი, მგზავრობის ხარჯი - 241 340 ლარი).

 

სხვა სამინისტროების შემთხვევაში 2013 წელს ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი გაწეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამდებობის პირების 2013 წლის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 382 083 ლარს. აღნიშნული თანხიდან სასტუმროს ხარჯი წარმოადგენს  98 896 ლარს, მგზავრობის ხარჯი - 216 614 ლარს, ხოლო დანარჩენი 66 573 ლარი - სადღეღამისო ნორმას.  თავდაცვის სამინისტროს შემდგომ 2013 წლის სამივლინებო ხარჯების სიდიდით გამორჩეულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 343 764.  სამწუხაროდ აღნიშნული თანხა როგორ გადანაწილდა სასტუმროს, მგზავრობის და სხვა მივლინებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე სამინისტროს მიერ არ იქნა მოწოდებული.

 

2013 წელს მინისტრების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისას გაწეული სასტუმროს ხარჯებით გამორჩეულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. მისი მივლინებაში გატარებული 56 კალენდარული დღის სასტუმროს ხარჯმა შეადგინა 23 674, მაშინ როდესაც თავდაცვის მინისტრის  97 კალენდარულ დღეში სასტუმროს ხარჯმა შეადგინა - 18 350 ლარი, ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 72 კალენდარულ დღეში - 12 712 ლარი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამივლინებო ხარჯების შესახებ დეტალური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

2013  წელს  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა  65 539 ლარი, საიდანაც სასტუმროს ხარჯი შეადგენს 18 350 ლარს, მგზავრობის ხარჯი 32 279 ლარს, ხოლო სადღეღამისო ნორმა - 14 910 ლარს.  თავდაცვის მინისტრის  შემდგომ მინისტრებს შორის, რომლების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ხელმისაწვდომია, ხარჯების   სიდიდით გამორჩეულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი  მირიანე ოდიშარია - 58 560 ლარი. აღნიშნული თანხიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 23 674 ლარი წარმოადგენს სასტუმროს ხარჯს.

2013 წელს ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე მცირე თანხა - 9008 ლარი დახარჯულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის მივლინებებზე.

 

ზემოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მინისტრების სამივლინებო ხარჯების ცხრილში ასახულია მათი სადღეღამისო ნორმაზე და სხვა მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.  ჩვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან, როგორც ჩანს სასტუმროსა და მგზავრობის გარდა მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის  ყველაზე დიდი თანხა 25 202 ლარი დახარჯულია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის მიერ. აღნიშნული თანხიდან 13 305 ლარი მოხმარდა მივლინების წარმომადგენლობით ხარჯებს. ერთჯერადად მივლინებისას ყველაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი  2231 ლარი კონსტანტინე სურგულაძემ გასწია 2013 წლის მარტის თვეში ქ. ლონდონში სტუმრობისას.

2013 წელს მივლინებების  წარმომადგენლობითი ხარჯების სიდიდით გამორჩეულია აგრეთვე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი - 7 713 ლარი.  ქ. ჟენევაში 2013 წლის ნოემბრის თვეში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 38-ე სესიაზე დასასწრებად მივლინებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 4251 ლარი.

 

დეტალურად სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაცია სამივლინებო ხარჯების და მივლინების მიზნების  შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სამივლინებო ხარჯებთან ერთად IDFI- ის მიერ სამინისტროებიდან აგრეთვე მოთხოვნილი იქნა 2013 წელს  თანამდებობის პირებზე ე.წ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.   სხვადასხვა  სამინისტროს  შემთხვევაში როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული. ხშირ შემთხვევაში მათ მიერ განმარტებული იქნა, რომ კავშირგაბმულობის ხარჯებიდან ვერ-ხერხდებოდა ცალკე როუმინგული მომსახურების ხარჯის გამოყოფა.

 

რაც შეეხება, იმ სამინისტროებს რომლებმაც როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტს მიაწოდეს, ირკვევა რომ  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე 2013 წელს დაიხარჯა  21 476 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამდებობის პირებზე - 18 994 ლარი. რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2013 წელს მათ როუმინგულ მომსახურებაზე ხარჯი არ გაუწევია.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024