IDFI ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

სიახლეები 8 დეკემბერი 2015

                                       

 

პარასკევს, 11 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო თბილისი მერიოტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც შეაჯამებს ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში 2010-2015 წლებში.

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები.

 

პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge”-ს ფარგლებში გასული წლების განმავლობაში IDFI-მ სულ საჯარო ინფორმაციის 30152 მოთხოვნა გაგზავნა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდება როგორც 2015 წლის, ისე მთლიანად, პროექტის ფარგლებში (2010-2015) გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე უწყებები, ასევე დასახელდება 2015 წელს ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები.

 

ღონისძიებას დაესწრებიან მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენლები.

 

მსგავსი ღონისძიება IDFI-მ უკვე სამჯერ ჩაატარა. გასულ წელს IDFI-ს გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა. ახალი მონაცემებით, მდგომარეობა შეცვლილია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024