IDFI-მ განმეორებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას წერილით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ

სიახლეები 27 იანვარი 2011

IDFI- მგანმეორებით მიმართაქალაქ თბილისის მერიას წერილით საჯარო ინფორმაციისგამოთხოვნის შესახებ.გამოთხოვნილ იქნა ის საჯარო ინფორმაცია რომლის მოთხოვნაც მერიამ უპასუხოდ დატოვა, კერძოდ:

 

1. ქ.თბილისის მერის, ვიცე მერის, მერის მოადგილეების,ადმინისტრაციის უფროსის და უფროსის მოადგილეების, საქალაქო სამსახურის უფროსების თანამდებობრივი სარგოების (ცალ-ცალკე) დასახელფასო დანამატების ოდენობა(ცალ-ცალკე).

2. ქ.თბილისის მერის, ვიცე მერის, მერის მოადგილეების, ადმინისტრაციის უფროსის და მისი  მოადგილეების, საქალაქო სამსახურის უფროსების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე დახარჯული თანხები(2009წლისმთლიანად და 2010 წლის  1 იანვრიდან დღემდე თვეების მიხედვით).

3. ქ.თბილისის მერიის თანამშრომელთა სია  თანამდებობების მიხედვით და  თითოეულის  თანამდებობრივ სარგოებზე(ცალ-ცალკე)  ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა  2009/ 2010 წწ  განმავლობაში.

4. მერის, ვიცე მერის, მერის მოადგილეების, ადმინისტრაციის უფროსის და უფროსის მოადგილეებზე, საქალაქო სამსახურის უფროსებზე 2009/2010  წლებში გაცემული პრემიების საერთო კვარტლური ოდენობები.

5. ქ.თბილისის მერიის მიერ 2009/2010 წწ  გამოცხადებული ტენდერებისა და განხორციელებული შესყიდვების სრული ჩამონათვალი.

6. ინფორმაცია მერიის ავტოპარკის შესახებ:

ქ.თბილისის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალურად გადანაწილება თანამდებობის პირებზე (მათ შორის ავტომანქანის მოდელი) და საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი (მათ შორის საწვავის ტიპი) 2009/2010 წწ განმავლობაში.

მერიის თანამშრომელთა მიერ (თითოეულის ცალ-ცალკე) სამსახურის ავტომანქანებით მომსახურებაზე (შეკეთება,ცვეთა) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.

7. ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ: მერიის თანამშრომელთა (ცალ-ცალკე)  სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილურ  ტელეფონებზე) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.

8. მერიისთანამშრომელთა მობილური  ტელეფონებისა და ავტომანქანების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.

 

            წერილის გაგზავნის თარიღი: 23/12/10

            პასუხის მიღების თარიღი: 06/01/11


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024