საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ინფორმაციიის ხელმისაწვდომობის მიხედვით

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 23 მაისი 2014

23 მაისს, IDFI-მ საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციიის ხელმისაწვდომობის რეიტინგი წარმოადგინა. კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის www.opendata.ge -2013-2015 ფარგლებში განხორციელდა.

 

ანგარიში მოიცავს პერიოდს  2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე.მოცემულ პერიოდში ორგანიზაციამ 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას მიმართა 493 მოთხოვნით;

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მიხედვით შეადგინა:



აღმოჩნდა, რომ რიგი სამინისტროების შემთხვევაში დაფარულია იმგვარი მონაცემები, რომლის დეტალური გასაჯაროებაც მათ მიერ უზრუნველყოფილი იყო პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 14 პროცენტით, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები გაზრდილია 5 პროცენტით. ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე აჭარის მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო განვლილი პროექტის მსგავსად, კვლავ ინარჩუნებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიან მაჩვენებელს. ხოლო დანარჩენმა 15-მა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებამ, განვლილ პროცესთან შედარებით განიცადა მეტ-ნაკლები რეგრესი: განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელიც 61 პროცენტითაა შემცირებული.



ყველაზე მეტი, 20 პროცენტიანი ზრდა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 19 პროცენტით გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მთავრობის კანცელარიამ.

 

კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის www.opendata.ge -2013-2015  ფარგლებში  განხორციელდა.

 

IDFI საჯარო უწყებების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. ვრცელი კვლევა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც მოიცავს, რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდება.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ  შემდეგ ბმულებზე:

 

შუალედური ანგარიში

კვლევის პრეზენტაცია

ფოტოგალერეა

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გამოფენა „საბჭოთა კავშირში რეპრესირებული ქალები“ დედაენის ბაღში

23.07.2021

საბჭოთა რეპრესიები ქართველი სტუდენტების მეხსიერებაში

22.07.2021

საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

21.07.2021

საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესრულების 2019 – 2020 წლების ალტერნატიული მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშები

20.07.2021
განცხადებები

სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წერილი შარლ მიშელს

19.07.2021

IDFI საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება

12.07.2021

მწუხარებას გამოვთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო

11.07.2021

5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო საქართველოს პრემიერ მინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს

11.07.2021
ბლოგპოსტები

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი ოზურგეთში

13.05.2021

მოსაზრებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით

10.03.2021

1921 წლის ოკუპაცია და „პერესტროიკის“ ხანის ქართული გაზეთები

10.03.2021

საბჭოთა ოკუპაციის ნარატივი რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების ფონზე: პოლიტიკა, მეხსიერება, იდენტობა

10.03.2021