პანელური განხილვები: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესება საქართველოში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ივნისი 2022

2022 წლის 15 ივნისს,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პანელური განხილვები თემაზე „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესება საქართველოში“ გამართა.

 

ღონისძიება შეეხო საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის მთავარ გამოწვევებსა და საჭიროებებს. 

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

„Ჩვენი კვლევები და გამოცდილება აჩვენებს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონმდებლობა მოძველებულია. ამ მიმართულებით, 2014 წელს შემუშავდა კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის ინიცირება არაერთი სამოქმედო გეგმის ნაწილია, თუმცა, დღემდე, პოლიტიკური ნება იმისა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს, არ არსებობს. გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას ამ საკითხის პრიორიტეტულობა და მოძველებული კანონმდებლობის გადახედვა" - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების, ასევე, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. 

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკულ გამოწვევებზე ისაუბრეს  სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (კანადა) აღმასრულებელმა დირექტორმა, ტობი მენდელმა; ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, ვაკო ნაცვლიშვილმა; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, თამარ გუგუტიშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმინისტრაციული სამართლის პროფესორმა  მაია კოპალეიშვილმა.პანელს მოდერაციას უწევდა ლევან ავალიშვილი, IDFI-ის პროგრამების დირექტორი.

 

ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კანონმდებლობაზე და გამოწვევებზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მმართველობის სამმართველოს უფროსმა ქეთევან ცანავამ; ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წარმომადგენელმა და ევროპის საბჭოს კომიტეტების წევრმა (მოლდოვა), ვერონიკა კრეტუმ; ღია მონაცემების ექსპერტმა (უკრაინა) ნადია ბაბინსკა-ვირნამ და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გაგნიძემ.

 

პანელურ განხილვას მოდერაციას უწევდა IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი, რომელმაც პანელის დასაწყისში მიმოიხილა საქართველოს შედეგები მონაცემების გლობალური ბარომეტრის კვლევაში და გამოყო ქვეყნის მთავარი გამოწვევები და საჭიროებები. კერძოდ, ხაზი გაესვა ღია მონაცემების ერთიანი პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და ღია მონაცემების სტანდარტის აუცილებლობას.

 

გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე, პანელის მომხსენებლებმა ისაუბრეს გასატარებელ ღონისძიებებზე, ხელისუფლების გეგმებსა და ამ პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკების გათვალისწინებაზე. ასევე, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ღია მონაცემების ინიციატივების განხორციელებისას სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ამგვარი ინიციატივებიდან წარმოქმნილ საზოგადოებრივ სიკეთეებს. 

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და International Media Support (IMS)-ის მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024