ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა - საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო (ლევან ავალიშვილი)

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 მარტი 2011

ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა - საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო

შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით საქართველოში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა. პრაქტიკაში ინერგება  თანამედროვე IT ტექნოლოგიები და იგეგმება მნიშვნელოვანი ელექტრონული პროექტები.   2007 წლიდან ფუნქციონირებს ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია. კომისიას უშუალოდ კურირებს მთავრობის კანცელარია და მის შემადგენლობაში შედიან როგორც სფეროს ექსპერტები, ისე იმ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ელ-მმართველობის დანერგვის პროცესში. კომისიის მიზანია ელექტრონული მმართველობის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებების  ურთიერთქმედების კოორდინაცია. სამწუხაროდ, კომისიის მოღვაწეობისა და საქმიანობის შესახებ ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ მწირი ინფორმაცია  მოიპოვება. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის შექმნილი საინფორმაციო საზოგადოებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი ან სამოქმედო გეგმა. გლობალური ტენდენციები ადასტურებს, რომ „ერთი სარკმლის“ პრინციპი წარმატებული ელ-მმართველობის გასაღებია (ამის დადასტურებად ყაზახეთის მაგალითის მოყვანაც შეიძლება). ყველა საინფორმაციო რესურსისა და ელ-მომსახურების თავმოყრა ერთ კონკრეტულ ვებ-პორტალზე მნიშვნელოვნად უადვილებს მომხმარებელს წვდომას მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა თუ მომსახურებისადმი. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ელ-მმართველობის ეფექტური დამკვიდრებისათვის  დაგეგმვისა და კოორდინაციის ვალდებულება ზემოდან, ანუ მთავრობიდან უნდა მოდიოდეს.

დაწვრილებით იხილეთ შემდეგი ბმული:

ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა - საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024