IDFI-ის კვლევითი საქმიანობა 2011 წელს

კვლევითი საქმიანობა 28 აპრილი 2014

2011 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) კვლევითი საქმიანობა სრულად იყო დაკავშირებული იყო ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის საკითხების მიმოხილვასთან საქართველოსა და მსოფლიოში;

 

კვლევის „ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა - საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო“ პირველ ნაწილში ელექტრონული მმართველობის თეორიული ჩარჩოა მოცემული, რომელშიც გააზრებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემოთავაზებული ელ-მმართველობის დამყარების სტადიები, ელექტრონული დემოკრატიის განვითარების ტენდენციები, ელ-მმართველობის ეფექტური ფუნქციონირების ელემენტები, მოქალაქეებსა და მთავრობას შორის ურთიერთობის სახეები და სხვ.

 

კვლევის შემდეგ ნაწილში განხილულია გამჭვირვალე ელ-მმართველობის კომპონენტები ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. ავტორი საუბრობს ღიაობის პოლიტიკის ელემენტებზე, რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონულ ფორმატში, გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარისხობრივი გაუმჯობესება, ღია მთავრობის სისტემის შექმნა და პოლიტიკის ლოგიკური ჩარჩოს შექმნა; შემოთავაზებული მაგალითები ხაზს უსვამს მთავრობის გამჭვირვალობას და ღიაობას, მოქალაქეების მხრიდან უკუკავშირის მიღების მზაობას, მისთვის ონლაინ პლატფორმის შეთავაზებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას;

 

კვლევა ყურადღებას ამახვილებს ისეთი ქვეყნების გამოცდილებაზე, როგორიცაა ყაზახეთი, ბაჰრეინი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა; კვლევის ბოლო ნაწილი დაეთმო საქართველოს მდგომარეობის მიმოხილვას ელ-მმართველობის განვითარების თვალსაზრისით; საჯარო დაწესებულებების ინტერნეტ გვერდების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო უწყებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდების დამთვალიერებლებთან ინტერაქტიული კავშირის დამყარებას; სამინისტროების მდგომარეობის შეფასებისას, გამოვლინდა რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყების გვერდზე არ იყო განთავსებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და მიმართვის ელექტრონული ფორმა;

 

კვლევის დროს ხაზი გაესვა ელექტრონული მმართველობის თვალსაზრისით განხორციელებულ დადებით ტენდენციებსაც: ელექტრონული მომსახურებები იუსტიციის სამინისტროში, საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდი და სხვ. ასევე საგულისხმოა გვერდების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხის გაუმჯობესებას და ეფექტური ელექტრონული მმართველობის მექანიზმების დანერგვას;

 

IDFI-მ კვლევითი საქმიანობა 2011 წლის განმავლობაში ყურადღება გაამახვილა ელექტრონული მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკაზე და საქართველოს გამოცდილებაზე;

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024