კვლევები

25 ნოემბერი 2024
23 ივნისი 2022 image

კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში

საჯარო მოსამსახურეებისთვის განსაზღვრული კეთილსინდისიერების საერთაშორისო სტანდარტები დაკავშირებულია პატიოსნების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მიუკერძოებლობის, სახელმწიფო რესურსების გონივრული გამოყენებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან. 

2 ივნისი 2022 image

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სტატისტიკა: 2017-2021 წლები

საქართველოში ხშირია Საგზაო მოძრაობის უხეში დარღვევები, კერძოდ, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანახმად, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. 

25 მაისი 2022 image

ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.

საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების დროულად და ეფექტიანად გადაჭრისთვის. საჯარო-კერძო დიალოგი ხელს შეუწყობს ინკლუზიური, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას. ასევე, უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ეფექტიან აღსრულებას.

 

24 მაისი 2022 image

ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია

2022 წლის 23 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) საერთო პროექტის, “DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა” ფარგლებში ონლაინ ღონისძიება ჩატარდა.

23 მაისი 2022 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

13 მაისი 2022 image

მონაცემების გლობალური ბარომეტრის კვლევის შედეგები - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების შედეგების მიმოხილვა

მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB) წარმოადგენს საერთაშორისო კვლევას, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობასა და სარგებელს, და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრის მეთოდოლოგიას.

18 აპრილი 2022 image

ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის შეფასება

ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა დემოკრატიის შენების პროცესში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა გაძლიერება ძირეული ცვლილების განხორციელებას მოითხოვს როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

 

18 აპრილი 2022 image

სახელმძღვანელო ღია ადგილობრივი მმართველობისა და საჯარო სამსახურში ეთიკის წესების შესახებ

ევროპის საბჭო, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.  პროექტის უმთავრესი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე. 

 

13 აპრილი 2022 image

საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები: 2017-2021 წლების სახელმწიფო პოლიტიკა

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

11 აპრილი 2022 image

ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვა

მიმდინარე მიმოხილვაში მოცემულია სექტორის მაკრო მიმოხილვა; ჯანდაცვის სექტორის ძირითადი მაჩვენებლები და სხვა ქვეყნებთან შედარება; საცალო ფარმაციის სექტორის, ჰოსპიტლების და კლინიკების ფინანსური მაჩვენებლები; სახელმწიფოს ხარჯვა ჯანდაცვის სერვისებზე და აღწერილია არსებული გამოწვევები.