კვლევები

27 აპრილი 2024
11 მარტი 2020 image

კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საჯარო სამსახურში ქალებისა და კაცების მიერ განვლილი განსხვავებული კარიერული გზებისა და კარიერული წარმატებისადმი სუბიექტური აღქმები. კვლევის დროს გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდოლოგია. 

23 იანვარი 2020 image

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

23 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) ანგარიშის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“  პრეზენტაცია გამართა.

19 ნოემბერი 2019 image

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები

IDFI შეეცადა გამოერკვია  როგორ წარიმართა ათონელის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის პროცესი და რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს თითოეული სამუზეუმე ექსპონატის თუ თანამედროვე ნივთის  შესყიდვა.

8 ნოემბერი 2019 image

სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) წარადგინეს ანგარიში „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“. ანგარიში მიზნად ისახავს, შეაფასოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში.

6 ნოემბერი 2019 image

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის და ხარჯების ანალიზი

2015 წლიდან დღემდე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეფორმა სამჯერ განხორცილდა, ყოველ ჯერზე იცვლებოდა უწყების სახელწოდება, სამართლებრივი სტატუსი და მისი ხელმძღვანელი პირები.

4 ნოემბერი 2019 image

ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს ხარჯები: 2017-2018 წლები

თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ ლარით გაიზარდა. 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.

9 ოქტომბერი 2019 image

ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს

IDFI-მ შეისწავლა 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა და წარმოგიდგენთ მის მოკლე შეჯამებას. 

20 სექტემბერი 2019 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის სისტემაში

საქართველოს მთავრობის დეკლარილებულ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების 17 მიზნისა და მათი ამოცანების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. მოცემული ანალიზის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად მოიცავენ არსებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანათა შესაბამის ინდიკატორებს. არსებული სურათის სწორი შეფასება დაეხმარება საქართველოს მთავრობას მოახდინოს პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება და გადადგას ეფექტური ნაბიჯები შესაბამისი მიზნების ნაციონალიზაციის მიმართულებით.

20 აგვისტო 2019 image

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების გავრცელებაში

„არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ – მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მთავარი პრინციპია. თანამშრომლობა და ჩართულობა ასევე საკვანძო ცნებებია ამ მიზნებისკენ მუშაობის პროცესისთვის. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია მთავრობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა.

23 ივლისი 2019 image

IDFI-მ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში არსებული კორუფციული რისკების შესახებ კვლევა გაასაჯაროა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროა.