საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016
დოკუმენტი წარმოადგენს "საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას", რომლის მიზანია, უზრუნველყოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.