საქართველოს ინტერნეტიზაციის ლიტვური მოდელი - პრობლემები და ძირითადი განსხვავებები

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 27 აგვისტო 2015

ბოლო 10 წლისგანმავლობაში, საქართველოს ბაზარზე მოქმედი ოპერატორების შედარებითი სიმრავლისმიუხედავად, სადენიან ინტერნეტის მომსახურებას სამი ძირითადი კომპანია ახორციელებს: „სილქნეტი“, „კავკასუს ონლაინი“ და „ახალი ქსელები“-„ახტელის“ ჯგუფი. პირველი კომპანია დომინანტია, თუმცა მესამე ჯგუფში შემავალი აბონენტებისთვის ინტერნეტის მიწოდება ძირითადად “ახალი ქსელებისა“ „ახტელის“ მიერ ხორციელდება. მიუხედავად აბონენტების რაოდენობის ზრდის დადებითი მაჩვენებლისა, პრობლემად რჩება ინტერნეტის ფასების ზრდის, ჩანაცვლებადი სერვისების ხელმისაწვდომობის და კონკურენციის პრობლემები.

 

საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თუმცა, საშუალო ვადიანი ან გრძელვადიანი ინფო საკომუნიკაციო (ICT) განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი ქვეყანას არ გააჩნია და საქართველოს ბაზარი არაპროგნოზირებადი და შესაბამისად, მაღალი რისკის მატარებელია ინვესტორებისთვისაც.

 

საქართველოს ინტერნეტიზაცია უნდა იყოს ცალსახად სოციალური პროექტი, თუმცა, უმთავრესი პრობლემა, რის გადაწყვეტაც მიდგომების ჩამოსაყალიბებლად უწევდა ამა თუ იმ სახელმწიფოს, იყო მთავრობის ინტერვენციის დოზა და ფულადი მოცულობა, რაც უნდა შეწონილიყო იმ ზიანთან, რომელიც თავისუფალ ბაზარს მიადგებოდა.

 

ვფიქრობთ, რომ ის რყევები, რომელიც მონოპოლისტი კომპანიების შერწყმის ან აქტივობების შეძენით არის განპირობებული, სწორედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მისი სსიპ-ის „საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს“ არასწორი, არათანმიმდევრული და დახურული აქტივობების შედეგია.

 

2014-2015 წლებში შეინიშნება გარკვეულია ქტივობები საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, თუმცა საქართველომ ეს პროცესები წინასწარი დაგეგმვის და სტრატეგიის არარსებობის პირობებში დაიწყო. არსებული სხვადასხვა მოდელების მიუხედავად, პროცესი დაიწყო საჯარო განხილვების და დაინტერესებული მხარების ჩართულობის გარეშე, და მხოლოდ რამდენიმე კაციანი ჯგუფის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კონკრეტული ბიზნეს მოდელის შერჩევა, საკმაოდ ბუნდოვანი საკონკურსო პირობების დადგენა და კონკურსის ჩატარება.

 

სსიპ „საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს“ ბოლო განცხადებით, რადგან კერძო სექტორი არ აპირებს პროექტში ჩაბმას, საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტს ფონდი ქართუ“ დააფინანსებს და გამოყოფს გრანტს ამ პროექტისთვის. ეს ინიციატივა უდავოდ უნდა ჩაითვალოს „საჩუქრად“ საქართველოს მოსახლეობისთვის. პროექტის ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა და სწორი, ინტერნეტ ოპერატორებისთვის ნაკლებად „საშიში“ მოდელის შერჩევა, სწორედ ღია და საჯარო კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღება „დახურულ კარს მიღმა“ ხდება, რის მიზეზი გაურკვეველია.

 

მიუხედავად წარუმატებელი კონკურსისა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა დააანონსა ახალი გეგმა, რომელიც ლიტვური გამოცდილებას ეყრდნობა და ამ ქვეყნის მოდელზეა ორიენტირებული. დადებითი შეფასებების მიუხედავად, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც, ლიტვის ბიზნეს მოდელის შერჩევა, დაინტერესებული პირების ჩართულობის, დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების და სხვა მნიშვნელოვანი ეტაპების გავლის გარეშე განხორციელდა.

 

წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია ლიტვის მოდელი, ის ხარვეზები და წარმოქმნილი პრობლემები, რაც საჭიროა გათვალიწინებული იყოს საქართველოშიც პროექტის განხორციელებისას.

 

 /public/upload/Digital/BBlitva1.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024