საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა საქართველოში 2010-2015 წლებში

სიახლეები | კვლევები | სტატია 14 დეკემბერი 2015

ამონარიდი ანგარიშიდან „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2010-2015“

 

გადმოიწერეთ pdf ვერსია

 

IDFI-ის მიერ 2010-2015 წლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 30 152 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება, საიდანაც პასუხი მიღებულია 24 438 მოთხოვნაზე.

 



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაგზავნილ მოთხოვნებსა და მიღებულ პასუხებს შორის არსებული პროცენტული თანაფარდობის დინამიკა ხასიათდებოდა ხშირი ცვალებადობით.

 

2010-2015 წლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილ 30 152 მოთხოვნაზე, IDFI-იმ სრულყოფილი პასუხი მიიღო 15 231 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 2 309 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 442 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 5673 მოთხოვნა, ხოლო 6 497 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

 

IDFI-ის მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგით ნათლად გამოჩნდა, რომ მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის საწყის ეტაპთან, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ რაიმე სახის ინფორმაციის დამალვის სურვილი ნაკლებად არსებობდა. კერძოდ, პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე საჯარო დაწესებულებების მიერ სრულყოფილად გაცემული პასუხების 79%-იანი მაჩვენებელი, შემდგომი პროექტის (2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის დეკემბერი) ფარგლებში 66%-მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 26%-მდე გაიზარდა. 


2010-2015 წლებში განხორცილებული პროექტების ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, განსხვავებული ტენდენციები გამოიკვეთა საჯარო დაწესებულებების კატეგორიების მიხედვითაც.



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლიდან, პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელის გაუარესებაში, განსაკუთრებული როლი ითამაშა მთელი რიგი უწყებების მხრიდან ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვებამ, რაც სამართლებრივად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარს გულისხმობს. კერძოდ, 2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის დეკემბერის პერიოდში სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელი 69%-მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 23%-მდე გაიზარდა. 2015 წელს კვლავ გაგრძელდა უარყოფითი ტენდენცია და სრულყოფილი პასუხების მაჩვენებელმა - 61%, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელმა 30% შეადგინა.

 

 


2015 წელს (იანვარი-ნოემბერი) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელის გაუმჯობესება უმეტესწილად განპირობებულია ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოებიდან სრულყოფილად გაცემული პასუხების მნიშვნელოვანი მატებით.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობების არჩევნები გაიმართა 2014 წლის ზაფხულში, შესაბამისად 2015 (იანვარი-ნოემბერი) პროექტი დაემთხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპს.

 

 




2010-2015 წლების ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები

 

2010-2015 წლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში წარმოებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ გამოვლენილი იქნა აღნიშნულ პერიოდში ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები:

 

  • სახალხო დამცველის აპარატი
  • დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

სახალხო დამცველის აპარატს 2010-2015 წლებში სულ გაეგზავნა 103 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, საიდანაც ინსტიტუტს მოეწოდა 102 სრულყოფილი და ერთი არასრულყოფილი პასუხი. ყველა შემთხვევაში პასუხი მოწოდებული იქნა საქართველო კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით.


დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2010-2015 წლებში სულ გაეგზავნა 81 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, საიდანაც ყველა პასუხი სრულყოფილად იქნა მოწოდებული. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 17 შემთხვევაში დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.


2010-2015 წლების ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2011 წლიდან IDFI ასახელებდა ისეთ უწყებებს, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ ანგარიშვალდებულებით, არ ასრულებდნენ მათზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და არ უზრუნველყოფდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ყველაზე მეტი (17) საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის დასახელდა 2011 ოქტომბერი - 2012 მარტი პროექტის ფარგლებში, ხოლო ყველაზე ცოტა (4) 2012 ივლისი - 2013 ივნისი პროექტის ფარგლებში. 

 

2011 წლიდან ინსტიტუტის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტის ფარგლებში გამოვლენილი იქნა შემდეგი ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ინსტიტუტის მიერ ყველაზე დახურულ დაწესებულებად დასახელებული უწყებები მომდევნო პროექტებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 

 

2014 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელებულმა უწყებამ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, 2015 წელს განიცადა რეორგანიზაცია და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად - გარდაიქმნა. შესაბამისად, აღნიშნული უწყების, როგორც დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულების, 2015 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ინსტიტუტს არ გააჩნია.

 

გადმოიწერეთ სრული ანგარიში

გადმოიწერეთ რეიტინგი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024