მონაცემების გლობალური ბარომეტრის კვლევის შედეგები - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების შედეგების მიმოხილვა

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 13 მაისი 2022

მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB) წარმოადგენს საერთაშორისო კვლევას, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობასა და სარგებელს, და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრის მეთოდოლოგიას. GDB ერთიანი მეთოდოლოგიით, სხვადასხვა ინდიკატორების საფუძველზე, აფასებს 108 ქვეყანას და შედეგად ადგენს ქვეყნების რეიტინგს. ბარომეტრის მეშვეობით შესაძლებელია არსებული გამოწვევების და კარგი პრაქტიკის გამოკვეთა, და ქვეყნების შედეგების ერთმანეთთან შედარება. GDB აქტიურად თანამშრომლობს რეგიონალურ ჰაბებთან, თემატურ პარტნიორებთან, მთავრობებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიასთან.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჰაბი გახდა GDB-ის 2021 წლის საპილოტე კვლევის ფარგლებში. ჰაბი მოიცავს 12 ქვეყანას - უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და მონღოლეთი.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინიციატივის მთავარი მიზანია, ქვეყნებში საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე მონაცემების ხელმისაწვდომობის შეფასება, ღია მონაცემების ბარომეტრის მიღწევებისა და მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის შემუშავებას, ღია დიალოგსა და შემდგომ ემპირიულ კვლევებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემთა ეკოსისტემისა და მონაცემთა განვითარების ანალიზს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) საერთო შედეგების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 ქვეყნიდან საქართველო 40.25 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის და მოლდოვას შემდეგ.

 

- მონაცემთა მართვის/განკარგვის კომპონენტში, რეგიონში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს 34.54 ქულით;

 

- საქართველომ საშუალოზე დაბალი შედეგები აჩვენა GDB-ის მმართველობის მოდულში 23.50 ქულით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ არსებობს ღია მონაცემების პოლიტიკა, საჯარო მონაცემების მიმოცვლის საკანონმდებლო ჩარჩო და საჯარო მონაცემების მართვის ერთიანი სისტემა/სტანდარტები.

 

- საქართველოს შედეგებს მიწათსარგებლობის მოდულში მნიშვნელოვნად აქვეითებს მონაცემების სრულად მისაღებად საჯარო რეესტრის მიერ დაწესებული საფასური, რაც აფერხებს ხელმისაწვდომობას და ეწინააღმდეგება ღია სტანდარტებს.

 

- რეგიონში ყველაზე მეტი გამოწვევა ღია მონაცემების გამოყენებისა და გავლენის ინდიკატორთა ჯგუფის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

- მონაცემების ყველაზე ხელმისაწვდომი კატეგორია რეგიონში სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები აღმოჩნდა.

 

- ვაქცინაციის შესახებ მონაცემები და საერთო სტატისტიკა ხელმისაწვდომია რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა დამუშავებად და ღია ფორმატში მონაცემების ხელმისაწვდომობა.

  

რეკომენდაციები საქართველოსთვის

 

- მონაცემთა მართვის/განკარგვის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო რეგიონში მეშვიდე ადგილს იკავებს 34.54 ქულით. შედეგებმა ცხადყო, რომ მნიშვნელოვანია მონაცემთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის და დაცვის რეგულაციების, პროცესებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბება/გაუმჯობესება, და ამ მხრივ არსებული ძალისხმევის გაძლიერება. განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი საჭიროებები: ღია მონაცემების ერთიანი პოლიტიკა, საჯარო მონაცემების მიმოცვლის საკანონმდებლო ჩარჩო და საჯარო მონაცემების მართვის/განკარგვის ერთიანი სტანდარტი.

 

- მონაცემების შესაძლებლობების თვალსაზრისით, აუცილებელია უკვე არსებული, ღია მონაცემების სახელმწიფო პორტალის გააქტიურება და მასზე მნიშვნელოვანი მონაცემების რეგულარულად განთავსება. საწყის ეტაპზე, ამ პროცესში სასურველია ჩართული იყოს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელიც აგროვებს და ამუშავებს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის საჯარო მონაცემებს. ამავდროულად, გამოიკვეთა ადგილობრივ დონეზე მონაცემების განკარგვის შესაძლებლობების განვითარების საჭიროება.

 

- პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მოდულში, საქართველომ საუკეთესო შეფასება ქონებრივი დეკლარაციების ინდიკატორში დაიმსახურა. ამ მხრივ მთავარ საჭიროებას აღნიშნული მონაცემების ღია ფორმატში ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ამავე მოდულის ფარგლებში გამოიკვეთა საჯარო კონსულტაციების, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმის გაუმჯობესების და ამ მიმართულებით მონაცემების შეგროვების და დამუშავების მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა.

 

- საქართველოში მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების სრულად მისაღებად დაწესებულია საფასური, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მონაცემების ხელმისაწვდომობას. ამ კომპონენტში ღია სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელია ფინანსური ბარიერის (Paywall) მოხსნა.

 

- სახელმწიფო აგროვებს და აქვეყნებს მონაცემებს კერძო კომპანიების შესახებ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ამ მონაცემების საზოგადოების მიერ გამოყენების წახალისება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტების მიღება და დანერგვა.

 

- საჯარო ფინანსების მიმართულებით, აუცილებელია საბიუჯეტო მონაცემები გახდეს ხელმისაწვდომი ერთიან დამუშავებად ფორმატში, ინდივიდუალური ტრანზაქციები აისახოს ჩაშლილად, და სტრუქტურირებული მონაცემების გამოქვეყნების ვალდებულება განმტკიცდეს საკანონმდებლო დონეზე.

 

- მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოხდეს ჯანდაცვის სექტორის დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეალურ დროში გამოქვეყნება. ხოლო ვაქცინაციის შესახებ მონაცემები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ერთიან და დამუშავებად ფორმატში, და იყოს წარმოდგენილი ჩაშლილად, სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით.

 

- კლიმატის მონაცემების თვალსაზრისით, როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანია დაიწყოს მონაცემების შეგროვება და დამუშავება სტიქიური მოვლენების მიმართ მოსახლეობის მოწყვლადობის შესახებ.

 

 

/public/upload/Analysis/results_of_the_global_data_barometer_survey - Geo.pdf

 

 

/public/upload/Analysis/Geo GDB-compressed.pdf

 

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024