სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელთა გასაჯაროებული ქონებრივი დეკლარაციები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 28 მარტი 2014

2013 წლის 5 თებერვალს საერთაშორისო ინიციატივა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებში აღნიშნული იყო, რომ იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ვალდებულებად აქვთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება და გამოქვეყნება, უნდა დაემატონ:

  • ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები;
  •  საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეები;
  • სამინისტროების ყველა დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
  • სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები.

ხელისუფლებამ გაითვალისწინა IDFI-ის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების მიერ წარდგენილი  რეკომენდაციები  თანამდებობის პირთა სიის გაფართოებასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონში შესული მთელი რიგი ცვლილებების შედეგად კი გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა ევალებათ.

კერძოდ, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ნუსხას დაემატნენ:

  • სამინისტროს სამმართველოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
  • სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის მოადგილეები;
  • საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელის მოადგილეები;
  • იმ საწარმოთა ხელმძღვანელები, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
  • სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, თუკი მანამდე თანამდებობის პირად მიიჩნეოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მხოლოდ ზოგიერთი  სსიპ-ის ხელმძღვანელი, ახალი ცვლილებების შემდეგ რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი სსიპ-ების გარდა ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და აგრეთვე მისი მოადგილე მიიჩნევა თანამდებობის პირად;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

რაც შეეხება თვითმმართველ ორგანოებს, 2014 წლის 5 თებერვლის რედაქციით თანამდებობის პირების ნუსხას დაემატნენ გამგეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები:

  •          გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
  •          თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
  •          რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

აღნიშნული ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვაცია არის ის, რომ 2013 წლის ნოემბრის ცვლილებებამდე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები არ ითვლებოდნენ თანამდებობის პირებად.

კანონის მიხედვით, აღნიშნული ა(ა)იპ-ებისა და საწარმოების ჩამონათვალი უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139დადგენილებით განისაზღვრა იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება. აღნიშნული დადგენილებით  თანამდებობის პირად კი მათ შორის ჩაითვლება:

1. სახელმწიფოს ან ადგილობრივითვი თმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომლის წინა წლის  ბრუნვა  მოგების  ყოველწლიური  დეკლარაციის  მიხედვით,  აღემატება  ასიათას  ლარს

2. იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და  რომლის  წინა  წლის  ბრუნვა  მოგების  ყოველწლიური  დეკლარაციის  მიხედვით,  აღემატება  ასიათას  ლარს,  აგრეთვე,  ამ საწარმოს  შვილობილი  საწარმოს  (რომლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური  დეკლარაციის  მიხედვით  აღემატება  ასი  ათას  ლარს)  ხელმძღვანელი.

2014 წლის მარტის მდგომარეობით ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე http://www.declaration.gov.ge უკვე გამოქვეყნდა თანამდებობრივი რეესტრის შესაბამისად ახლად დამატებული პირების მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ქვემოთ გთავაზობთ დღეის მდგომარეობით სისტემაში გამოქვეყნებული  დეკლარაციებიდან შემოსავლების შესახებ არსებული მონაცემების რამდენიმე მაგალითს:

იმ სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები რომთა აქციების ან წილის100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო 

 

თანამდებობის პირი დაწესებულება თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 2013 წელს
ირაკლი კოვზანაძე სს საპარტნიორო ფონდი აღმასრულებელი დირექტორი
323250
სულხან ზუმბურიძე სს-საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე
218329

 

მამუკა ბახტაძე

სს საქართველოს რკინიგზა გენერალური დირექტორი
194925
შპს ჯორჯია ტრანზიტი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
46409
ვახტანგ ამბოკაძე სს-ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი გენერალური დირექტორი
118606

 

 

დავით

თვალაბეიშვილი

სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გენერალური დირექტორი
25000
სს საპარტნიორო ფონდი ენერგეტიკის საკითხებში
აღმასრულებელი დირექტორის
მრჩეველი
115500
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გენერალური დირექტორის მრჩეველი
44 400
გიორგი ბეჟუაშვილი სს-საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დირექტორი
84625

 

იმ შპს-ების ხელმძღვანელები რომთა აქციათა ან  წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო

 

თანამდებობის პირი დაწესებულება თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 2013 წელს
მეთე ერქალი შპს- ბათუმის აეროპორტი შპს ტავ ურბან საქართველოს
გენერალური მენეჯერი
379915
ჰასანტარიქ ოსმანაღაოღლუ შპს- ბათუმის აეროპორტი შპს ტავ ურბან საქართველოს ფინანსური
დირექტორი
234880
ირაკლი ცივაძე შპს -ბათუმის საზღვაო ნავსადგური ხელმძღვანელი
155036
 არჩილ ცაბუტაშვილი შპს საქართველოს
გაერთიანებული
წყალმომარაგების
კომპანია
 ხელმძღვანელი
 142499
 მერთ ქანდიელი  შპს-ბათუმის აეროპორტი აეროპორტის   მენეჯერი
 120572
 კახა სეხნიაშვილი  შპს -ენერგოტრანსი  ხელმძღვანელი
 112000

 

 ლევან ჩიკვაიძე

შპს – საქართველოს  ფოსტა  ხელმძღვანელი
 35966
შპს – საქართველოს
ლატარიის
კომპანია
 ხელმძღვანელი
 66573
 თამაზ ანდღულაძე  შპს -ბათუმის აეროპორტი

შპს ტავ ურბან საქართველოს 
მრჩეველი

 98421
 მამუკა კობახიძე   შპს – საქართველოს
გაზის
ტრანსპორტირების
კომპანია
 გენერალური
 დირექტორი
 96000
 გოჩა მეზვრიშვილი  შპს -საქაერონავიგაცია  გენერალური
დირექტორი
 89733
 ლევან კოპლატაძე  შპს- თბილისის
სატრანსპორტო
კომპანია
 გენერალური დირექტორი
 83200
 ლევან მებონია  შპს -ენგურჰესი დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარე
 80600

თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში. საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ  წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე.

მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები თანამდებობის პირთა წრის გაზრდასთან დაკავშირებით. მომავლისთვის სასურველი იქნება, თუ სსიპ-ების ჩამონათვალიც ყოვლისმომცველი გახდება და  გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება აგრეთვე რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების შემთხვევაშიც. მნიშვნელოვნად ვთვლით აგრეთვე დეკლარანტთა რიცხვს დაემატონ, სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა სამეთვალყურეო საბჭოების წევრებიც.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024