2013 წლის 5 თებერვალს საერთაშორისო ინიციატივა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებში აღნიშნული იყო, რომ იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ვალდებულებად აქვთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება და გამოქვეყნება, უნდა დაემატონ:
ხელისუფლებამ გაითვალისწინა IDFI-ის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების მიერ წარდგენილი რეკომენდაციები თანამდებობის პირთა სიის გაფართოებასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონში შესული მთელი რიგი ცვლილებების შედეგად კი გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა ევალებათ.
კერძოდ, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ნუსხას დაემატნენ:
რაც შეეხება თვითმმართველ ორგანოებს, 2014 წლის 5 თებერვლის რედაქციით თანამდებობის პირების ნუსხას დაემატნენ გამგეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები:
აღნიშნული ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვაცია არის ის, რომ 2013 წლის ნოემბრის ცვლილებებამდე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები არ ითვლებოდნენ თანამდებობის პირებად.
კანონის მიხედვით, აღნიშნული ა(ა)იპ-ებისა და საწარმოების ჩამონათვალი უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139დადგენილებით განისაზღვრა იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება. აღნიშნული დადგენილებით თანამდებობის პირად კი მათ შორის ჩაითვლება:
1. სახელმწიფოს ან ადგილობრივითვი თმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასიათას ლარს.
2. იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასიათას ლარს, აგრეთვე, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს (რომლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით აღემატება ასი ათას ლარს) ხელმძღვანელი.
2014 წლის მარტის მდგომარეობით ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე http://www.declaration.gov.ge უკვე გამოქვეყნდა თანამდებობრივი რეესტრის შესაბამისად ახლად დამატებული პირების მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ქვემოთ გთავაზობთ დღეის მდგომარეობით სისტემაში გამოქვეყნებული დეკლარაციებიდან შემოსავლების შესახებ არსებული მონაცემების რამდენიმე მაგალითს:
იმ სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები რომელთა აქციების ან წილის100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო
თანამდებობის პირი | დაწესებულება | თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 2013 წელს |
ირაკლი კოვზანაძე | სს საპარტნიორო ფონდი | აღმასრულებელი დირექტორი |
323250 | ||
სულხან ზუმბურიძე | სს-საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა | მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე |
218329 | ||
|
სს საქართველოს რკინიგზა | გენერალური დირექტორი |
194925 | ||
შპს ჯორჯია ტრანზიტი | სამეთვალყურეო საბჭოს წევრი | |
46409 | ||
ვახტანგ ამბოკაძე | სს-ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი | გენერალური დირექტორი |
118606 | ||
|
სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია | გენერალური დირექტორი |
25000 | ||
სს საპარტნიორო ფონდი | ენერგეტიკის საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი |
|
115500 | ||
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია | გენერალური დირექტორის მრჩეველი | |
44 400 | ||
გიორგი ბეჟუაშვილი | სს-საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი | დირექტორი |
84625 |
იმ შპს-ების ხელმძღვანელები რომელთა აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო
თანამდებობის პირი | დაწესებულება | თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 2013 წელს |
მეთე ერქალი | შპს- ბათუმის აეროპორტი | შპს ტავ ურბან საქართველოს გენერალური მენეჯერი |
379915 | ||
ჰასანტარიქ ოსმანაღაოღლუ | შპს- ბათუმის აეროპორტი | შპს ტავ ურბან საქართველოს ფინანსური დირექტორი |
234880 | ||
ირაკლი ცივაძე | შპს -ბათუმის საზღვაო ნავსადგური | ხელმძღვანელი |
155036 | ||
არჩილ ცაბუტაშვილი | შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია |
ხელმძღვანელი |
142499 | ||
მერთ ქანდიელი | შპს-ბათუმის აეროპორტი | აეროპორტის მენეჯერი |
120572 | ||
კახა სეხნიაშვილი | შპს -ენერგოტრანსი | ხელმძღვანელი |
112000 | ||
|
შპს – საქართველოს ფოსტა | ხელმძღვანელი |
35966 | ||
შპს – საქართველოს ლატარიის კომპანია |
ხელმძღვანელი | |
66573 | ||
თამაზ ანდღულაძე | შპს -ბათუმის აეროპორტი |
შპს ტავ ურბან საქართველოს |
98421 | ||
მამუკა კობახიძე | შპს – საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია |
გენერალური დირექტორი |
96000 | ||
გოჩა მეზვრიშვილი | შპს -საქაერონავიგაცია | გენერალური დირექტორი |
89733 | ||
ლევან კოპლატაძე | შპს- თბილისის სატრანსპორტო კომპანია |
გენერალური დირექტორი |
83200 | ||
ლევან მებონია | შპს -ენგურჰესი | დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე |
80600 |
თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში. საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე.
მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები თანამდებობის პირთა წრის გაზრდასთან დაკავშირებით. მომავლისთვის სასურველი იქნება, თუ სსიპ-ების ჩამონათვალიც ყოვლისმომცველი გახდება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება აგრეთვე რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების შემთხვევაშიც. მნიშვნელოვნად ვთვლით აგრეთვე დეკლარანტთა რიცხვს დაემატონ, სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა სამეთვალყურეო საბჭოების წევრებიც.