IDFI-ის მიერ არქივებთან დაკავშირებით ჩატარებული აქტივობები 2012 წელს

არქივი 28 აპრილი 2014

2012 წლის IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) არქივთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხას შეემატა გამოფენა და სასწავლო ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავდა ორგანიზაციის საქმიანობის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას;

 

2012 წლის მაისში ორგანიზაციის ანალიტიკოსთა ჯგუფმა მოამზადა ნაშრომი 1937-38 წლების მასობრივი დახვრეტის ადგილების შესახებ; მოკლე ისტორიულ მონაცემებთან ერთად ნაშრომს დართული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტები;

 

მოძიებული საარქივო მასალებიდან როგორც ირკვევა, დახვრეტები ხდებოდა საკმაოდ ხშირად, იხვრიტებოდა ხალხო დიდი ჯგუფებით, ხოლო ზოგიერთ პატიმარს დახვრეტაზე წაყვანამდე აღენიშნებოდა ცემის კვალი. მომავალში ორგანიზაციამ დაგეგმა დახვრეტილთა მასობრივი დამარხვის ადგილებზე ექსპერტთა ჯგუფის, რომელიც ჩაატარებს გათხრით სამუშაოებს დახვრეტილთა დამარხვის ზუსტი ადგილების აღმოსაჩენად.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ IDFI-ის ორგანიზებით პროექტის „სტალინის სიები საქართველოზე“ ფარგლებში მოეწყო გამოფენა - 1937-1938 წლების რეპრესიები: „სტალინური სიები“ საქართველოზე გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1937–1938 წლებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, რომელიც IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი ანალიტიკური დეპარტამენტის, საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ არქივებში და ასევე რეპრესირებულთა ოჯახებში მოიძია.

 

2012 წლის 27 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სტუმრად ეწვია საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. სტუმარს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა არქივში დაცულ მასალებს, ფოტოებს, კერძოდ, იმ გერმანელთა პირად საქმეებს, რომლებიც 1941 წელს გადაასახლეს საქართველოდან;

 

2012 წლის 10-15 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით და უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI Caucasus) მხარდაჭერით, ყაზახეთის ეროვნულ არქივში (ალმაატა), სამეცნიერო მივლინებით, იმყოფებოდა მკვლევართა ჯგუფი. მივლინების მიზანი იყო საბჭოურ პერიოდში, სტალინურ ეპოქაში, საქართველოდან მომხდარი დეპორტაციების ამსახველი დოკუმენტების მოძიება და შესწავლა.

 

როგორც ვხედავთ, IDFI-ის არქივებთან დაკავშირებულ წინა წლებში ორგანიზაციის მხრიდან ამ მიმართულებით დაწყებული მუშაობის შედეგი გახლდათ;

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024