IDFI-ის მკვლევართა ჯგუფის ვიზიტი ყაზახეთის ეროვნულ არქივში

სიახლეები 16 ნოემბერი 2012

2012 წლის 10-15 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით და უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI Caucass) მხარდაჭერით, ყაზახეთის ეროვნულ არქივში (ალმაატა), სამეცნიერო მივლინებით, იმყოფებოდა მკვლევართა ჯგუფი. მივლინების მიზანი იყო საბჭოურ პერიოდში, სტალინურ ეპოქაში, საქართველოდან მომხდარი დეპორტაციების ამსახველი დოკუმენტების მოძიება და შესწავლა.

ცენტრალური აზიის არქივებში დაცულია დიდი მოცულობის დოკუმენტები რომლებიც ეხება საბჭოთა კავშირის სხვადსხვა რესპუბლიკიდან ყაზახეთში სტალინურ პერიოდში მომხდარი გადასახლების დეტალებს და დეპორტირებული მოსახლეობის ყოფის სხვადსხვა ასპექტებს. აღნიშნული დოკუმენტები შესწავლილია ძირითადად ცენტრალური აზიის მეცნიერების მიერ და სამწუხაროდ, დღემდე, ქართველ სპეციალისტებს არ ჰქონიათ წვდომა აღნიშნულ საარქივო მასალასთან. ყაზახეთში მივლინებულ მკვლევართა ჯგუფში შედიოდნენ დავით ჯიშკარიანი (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, IDFI) და გიორგი სორდია (უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრი, ECMI Caucasus).

 მკვლევართა ჯგუფს ყაზახეთში მივლინების ორგანიზებასა და ეროვნულ არქივში დაშვების მიღებაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ყაზახეთში.

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ არქივში მუშაობისას მოძიებულ იქნა მნიშვნელოვანი და ღირებული მასალა: ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის ბრძანებები გადასახლებულთა შესახებ, რომელიც მოიცავს  1930-იან და 1940-იან წლებს.  ეს დოკუმენტები ეხება დეპორტირებულ ხალხთა შესახებ სახელმწიფოს ახალ რეგულაციებს, აგრეთვე, გადასახლებულთა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასევე, საარქივო მასალებში მოძიებულ იქნა რამდენიმე საიდუმლო აქტი, რომელიც თვალნათელს ხდის გადასახლებულთა ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებულ მიდგომებს.                             

არქივში მუშაობის პარალელურად  მკვლევართა ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართა ყაზახ პარტნიორებთან: ყაზახეთის ეროვნული არქივის დირექტორთან და მეცნიერ-თანამშრომლებთან, ყაზახეთის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორებთან, რომლებიც მუშაობენ დეპორტაციების საკითხებზე. შეხვედრის შემდგომ მოხდა შეთანხმება, რომ დეპორტაციების თემაზე მომავალშიც გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა.


 უახლოეს მომავალში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციასთან -  უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრი, ECMI Caucasus, გეგმავს დაიწყოს რამდენიმე წლიანი კვლევითი პროექტი 1940-1951 წლებში საქართველოდან დეპორტაციების ისტორიის შესახებ, რომელიც მოიცავს სტალინურ პერიოდში საქართველოდან მომხდარი გადასახლებების რამდენიმე ტალღის აღწერას (- გერმანელების, მესხების, ბერძნების სხვა ეთნიკური ჯგუფების დეპორტაციები. დეპორტაციების თითოეულ ტალღას მიეძღვნება ცალკეული გამოცემა, რომელიც დაფუძნებული იქნება  საარქივო დოკუმენტებზე, როგორც საქართველოს ცენტრალური და რეგიონული არქივებიდან, ასევე საქართველოს საზღვარგარეთ (ძირითადად ცენტრალური აზიის და რუსეთის არქივები) არსებულ საარქივო მასალებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება მკვლევართა ჯგუფისა და პროექტის საკონსულტაციო საბჭოს კიდევ რამდენიმე ვიზიტი ცენტრალური აზიის სხვადასხვა არქივში.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024