საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 16 სექტემბერი 2015

საკითხისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გამო ინსტიტუტი უკვე მეორე წელია იკვლევს გენდერულ სტატისტიკას, რომელიც ასახავს გენდერული თანასწორობის ვითარებას საჯარო სექტორში. კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გაერკვია რამდენად უზრუნველყოფილია გენდერული თანასწორობა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში. კვლევაში ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი მონაცემები სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, დამოუკიდებელ სსიპ-ებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომელთა გენდერული თანაფარდობის შესახებ.

კვლევაში არსებული სტატისტიკა ასახავს 2015 წლის მარტის თვის მონაცემებით საჯარო სექტორში არსებულ გენდერულ ასპექტებს.

ინსტიტუტისთვის მოწოდებული ინფორმაციისა და ვებ-გვერდებიდან დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს 141 საჯარო დაწესებულებაში ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენს 72 726 ადამიანს (მათ შორის შესულია ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა მონაცემებიც). 141 საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა შორის 27 383 დასაქმებულია მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში (სახელმწიფო მინისტრების აპარატების ჩათვლით), 407 აჭარის ა/რ-ის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში, 33 117 სამინისტროების დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში (56 დაწესებულება), 5 174 ადგილობრივ თვითმმართველობებში (42 მერია და გამგეობა), 5 488 დამოუკიდებელ სსიპ-ებსა და კომისიებში (17 დაწესებულება), ხოლო 1 157 პარლამენტის აპარატსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში. ამასთან, ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც რომ წინამდებარე მასალაში წარმოდგენილი ნებისმიერი მონაცემი ასახავს მხოლოდ 141 საჯარო დაწესებულებაში (ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით) 2015 წლის მარტის მდგომარეობით არსებულ სურათს.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციფიკურ ძალოვან სტრუქტურებს, დასაქმებულ მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა თითქმის თანაბარია. აქვე უნდა ითქვას, რომ IDFI-ის მიერ 1 წლის წინ „საჯარო მოსამსახურეთა სტატისტიკის გენდერულ ჭრილში“ ჩატარებული კვლევის მონაცემების ცვლილება მკვეთრად არ მომხდარა. განსხვავებული მდგომარეობაა ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულების შემთხვევაში, სადაც მამაკაცთა წარმომადგენლობა გაცილებთ მაღალია ვიდრე ქალების. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციასა სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული 773 საჯარო მოსამსახურიდან 300 ქალია, ხოლო 473 მამაკაცი, სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ 1 440 საჯარო მოსამსახურეს შორის ქალები წარმოდგენილნი არიან 571-ით, ხოლო მამაკაცები 869-ით. 348 საჯარო მოსამსახურეა დასაქმებული დამოუკიდებელი სსიპების ხელმძღვანელ პოზიციებზე, რომელთაგან 127 ქალია და 221 მამაკაცი. ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) ხელმძღვანელ პოზიციებზე (განყოფილების უფროსი და ზემოთ) დასაქმებულ 1 049 პირს შორის, მხოლოდ 303 ქალია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ 116 პირს შორის ქალთა რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 30-ს.

კვლევის მიხედვით, მთელი რიგი უწყებების შემთხვევაში შარშანდელ მონაცემთან შედარებით, ვითარება გაუარესებულია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 24 სექტემბერს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო წინადადებას პარტიულ სიებში სავალდებულო კვოტირების დაწესების თაობაზე.

 

 

 იხილეთ კვლევა

 

/public/upload/IDFI/opendata/gender2015.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023