საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში-გაგრძელება

პროექტები | დასრულებული პროექტები 20 დეკემბერი 2018

      

 

პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში - გაგრძელება
დონორი ორგანიზაცია: პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G), Deloitte Consulting / USAID
პროექტის ნომერი: RFA#2018 – 016
გრანტის ოდენობა: 25,000.00 აშშ დოლარი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 20 დეკემბერი - 2019 წლის 12 ივლისი

 

პროექტის აღწერა

 

პროექტის ფარგლებში IDFI გააგრძელებს საჯარო-კერძო დიალოგის (PPD) ხარისხის შეფასებას. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში (სამინისტროებში) კერძო-საჯარო დიალოგის ხარისხის შეფასებასთან ერთად, IDFI ჩაატარებს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს საქართველოს რეგიონებში (სამ შერჩეულ მუნიციპალიტეტში - რუსთავი, თელავი, ოზურგეთი).

 

ამას გარდა, შერჩეული საკვანძო სამინისტროების მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონი ან რეგულაცია შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად და რა ხარისხით იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობა. აღნიშნული გაიზომება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ოთხი პარამეტრის შეფასებით:

 

- საჯარო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება;


- საკანონმდებლო პროცესი და საჯარო პოლიტიკის პროექტის შემუშავება;


- მარეგულირებელი ზემოქმედების შეფასება;


- ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან.

 

შედეგად, თბილისსა და შერჩეულ სამიზნე რეგიონებში ჩატარდება საჯარო დისკუსიები; მომზადდება კანონების შეფასების პერიოდული და საბოლოო ანგარიშები; და დიალოგის ხარისხის კუთხით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კანონპროექტი დაჯილდოვდება.

 

დაგეგმილი ღონისძიებები 

 

პროექტის ბიუჯეტი 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023