სალექციო კურსი: ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო დასრულდა

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 დეკემბერი 2014

60 სტუდენტს სალექციო კურსების სერიაში „ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცა.


სალექციო კურსების სერია განხორციელდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბრემენის უნივერსიტეტის მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების“ ფარგლებში.

 

„ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო“- წარმოადგენს სალექციო კურსების სერიას, რომელზეც დასწრების სურვილი 250 სტუდენტმა გამოთქვა, შერჩეულ 60 მათგანს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი ოთხი სალექციო შეხვედრის მანძილზე შემდეგ თემებზე ესაუბრა:

  • ტრანსფორმაციის 25 წელი - ძირითადი დებატები
  • პოლანის თეორია. პოლანის თვალით დანახული აღმოსავლეთ ევროპა
  • პოლანის თეორიის მიხედვით დანახული ტრანფორმაცია პოსტ-რევოლუციურ საქართველოში
  • თეორიის აპლიკაცია მიკრო კონტექტზე

ლექციებს ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის 60 სტუდენტი, რომელთაც კურსის ბოლოს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024