ვეხმიანებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები არსებითად აფართოებს და ამარტივებს მოსამართლეთა დასჯის მექანიზმებს, რითაც კიდევ უფრო მეტად ძლიერდება სასამართლო კლანის ძალაუფლება. ამასთანავე, ცვლილებები გაუარესებული ფორმით აბრუნებს 2007-2013 წლების რეალობას და ფაქტობრივად სრულად კრძალავს სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებას.