IDFI-სა და Post-Bellum-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 22 სექტემბერი 2023

20-21 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებული პროექტის - „სამხრეთ კავკასიისა და ვიშეგრადის ქვეყნების საერთო მეხსიერება - ოკუპანტები თუ განმათავისუფლებლები? დემოკრატია თუ ტირანია?“ ფარგლებში, შეხვედრები გამართა პარტნიორ ორგანიზაციებთან ჩეხეთიდან, სომხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან.

 

შეხვედრებზე პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთმანეთს თავიანთი საქმიანობის სფერო გააცნეს და პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. ძირითადი საკითხი შეეხებოდა სამხრეთ კავკასიისა და ვიშეგრადის ქვეყნების საერთო მეხსიერებას, რეპრესირებული პირების ისტორიასა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, პარტნიორებმა ერთმანეთს საგანმანათლებლო კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ გაუზიარეს გამოცდილება და საერთო მეხსიერების საკითხებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესების შესაძლო მეთოდები და არსებული პრაქტიკები განიხილეს. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნა, რომლის ჩვენებაც არა მარტო საქართველოს, არამედ პარტნიორი ქვეყნების სკოლებში გაიმართება. ასევე, მომზადდება ანალიტიკური ნაშრომები, რომლებიც ინგლისურ, პოლონურ, ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე ითარგმნება.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში რეპრესირებულ პირთა შთამომავლების ისტორიებსა და თაობებს შორის ტრანსმისიის გზებსა და მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შეგროვებული ინტერვიუებისა და ისტორიების წარდგენის ვარიანტები და შესაძლო დაბრკოლებები განიხილეს.

 

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია Post Bellum–ია, რომლის ძირითადი პროექტი „ერების მეხსიერებაა“ (Memory of Nations). ეს იმ ადამიანების მოგონებათა კრებულია, ვინც  მე–20 საუკუნეში ტოტალიტარული ეპოქა გამოიარა. ბაზა ფოტოებს, გაზეთებსა და სხვადასხვა ისტორიულ ჩანაწერებსაც მოიცავს. კრებული 12,000-მდე ისტორიისაგან შედგება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, მონაცემთა ბაზის საშუალებით.

 

დღესდღეობით, გარდა მთავარი პროექტისა, Post Bellum მსოფლიოს მასშტაბით 24 საერთაშორისო პროექტს ახორციელებს.

 

დასასრულს, პარტნიორმა ორგანიზაციებმა მწერალთა სახლში  რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მოინახულეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პროექტისა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 

 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023