Post Bellum-ის ტრენინგი IDFI-ის წარმომადგენლებისა და არქივების მკვლევრებისთვის

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 ივლისი 2021

30 ივნისს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის Post Bellum-ის წარმომადგენლებმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მკვლევრებისთვის გამართეს ონლაინ ტრენინგი, რომლის მიზანიც იყო დამსწრეებისთვის გაეცნო Post Bellum-ის ონლაინ არქივის - „ერების მეხსიერება“ (Memory of Nations) შედგენის მეთოდოლოგია, სტრუქტურა და სხვა დეტალები.

 

Post Bellum 2001 წელს, ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების მიერ ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მოწმეების მოგონებებს და ცდილობს ამ ამბების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. ორგანიზაცია თვლის, რომ მოწმეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ამბების მოყოლის შესაძლებლობა და რომ ეს ისტორიები ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს - სწორედ ამ ხედვით შეიქმნა Post Bellum. ამ მიმართულებით, Post Bellum–ის მთავარი პროექტი არის „ერების მეხსიერება“ (Memory of Nations), რომელიც არის იმ ადამიანების მოგონებათა კრებული, ვინც მე–20 საუკუნის ტოტალიტარული ეპოქა გამოიარა, ასევე ფოტოები, გაზეთები და სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერი. კრებული 12,000-მდე ისტორიისაგან შედგება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, მონაცემთა ბაზის საშუალებით.

 

Post Bellum-ის წარმომადგენლებმა, მარია იანუშოვამ და მიხალ შმიდმა, უპირველეს ყოვლისა, დამსწრეებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა. შემდეგ კი მიხალ შმიდმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც განხილული იყო მათი ონლაინ არქივის სტრუქტურა. მან დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იძიებს Post Bellum ტოტალიტარული რეჟიმებს მოწმეებს, მსხვერპლებს და გადარჩენილ ადამიანებს და შემდგომ როგორ ატარებს მათთან ინტერვიუებს. პრეზენტაცია ეხებოდა როგორც ინტერვიუს ჩატარების ეთიკურ და ტექნიკურ მხარეებს, ასევე - ჩანაწერის წარმოების სხვადასხვა მეთოდს. მაგალითად, მიხალ შმიდმა ისაუბრა ვიდეო-ინტერვიუების სპეციფიკურ სისტემაზე, რომელიც Eye Direct სისტემის სახელითაა ცნობილი. აღნიშნული ტექნოლოგია მოიცავს ნახევრად არეკვლად სარკეებს, რომლის მეშვეობითაც, რესპონდენტი ინტერვიუს მსვლელობისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს ინტერვიუერთან მიუხედავად იმისა, რომ იგი პირდაპირ კამერაში იყურება.

 

 

მიხალ შმიდმა, ასევე, წარმოადგინა Post Bellum-ის ონლაინ არქივისა და ვებგვერდის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია. ამჟამად მათი მონაცემთა ბაზები მოიცავს 12,000-ზე მეტ მოწმეს, რომელთაგან 6,000-ზე მეტის ჩვენება უკვე გამოქვეყნებულია. ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 13,000-ზე მეტი მკვლევარი, წარმოდგენილია 94,000-ზე მეტი ფოტო და 42,000-ზე მეტი ვიდეო. შემდგომ კი მან დამსწრეებს დეტალურად აუხსნა, თუ როგორაა შესაძლებელი ვებგვერდზე მკვლევრად დარეგისტრირება და წარმოდგენილ დოკუმენტებზე სრული წვდომის მიღება.

 

ცნობისათვის, IDFI-მ და Post Bellum-მა 2021 წლის ივნისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. IDFI იზიარებს Post Bellum-ის მისიასა და ხედვებს საარქივო საქმიანობასა და ტოტალიტარული წარსულის კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ Post Bellum საკუთარ ცოდნას გაუზიარებს IDFI-ის და სამომავლოდ IDFI-ისთან ერთად დაგეგმავს საერთო პროექტებს. ჩატარებული ტრენინგი პირველი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024