ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონიტორნიგის გზამკვლევი

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სახელმძღვანელო 26 ნოემბერი 2021

გადასახადებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა კორუფციის პრევენციის ერთერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ბოლო წლებში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფების მიერ ამ კუთხით გაუმჭვირვალე პრაქტიკის სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევებმა ამ საკითხებს მეტი აქტუალობა შესძინა. ამავდროულად, ნათელი გახდა, რომ გადასახადებისგან თავის არიდება და რეალური მესაკუთრეობის დამალვა წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკე მდგომ ფინანსურ დანაშაულს, არამედ ის მიუთითებს კორუფციისა და ფულის გათეთრების მრავალშრიანი ჯაჭვის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მთელ საზოგადოებას.

 

ამ მიმართულებით გამჭვირვალე პრაქტიკის დანერგვაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სწორედ გამომძიებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ.

 

აღნიშნული გზამკვლევის მიზანია ბენეფიციარი მესაკუთრის ცნების, გამჭვირვალობის სტანდარტების და იმ ძირითადი პრაქტიკული რჩევების ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებისთვის, მკვლევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაზიარება, რომლებიც მათ ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენასა და მათ უკან მდგომი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგში დაეხმარებათ.

 

შესავალი გზამკვლევის მომზადებისას გამოყენებულ იქნა ამ საკითხებზე საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი გზამკვლევი, ასევე, ჟურნალისტური და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საგამოძიებო მასალების შედეგები და მათ მიერ ანალიზისას გამოყენებული მეთოდოლოგია.

 

 

ზგამკვლევი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024