კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.
კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტი. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ფარული თვალთვალი და მიყურადება, წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო როგორც ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, ასევე - მოსმენების შესახებ არსებული სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება.
ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2016 წლის 14 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კამპანიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი სისტემა. კერძოდ, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით;სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა ინტერნეტურთიერთობაზე და აბონენტების ვინაობის, მათი ადგილმდებარეობის და კომუნიკაციისთვის გამოყენებული მოწყობილობების შესახებ მონაცემების მოპოვება და 2 წლის ვადით შენახვა სასამართლოს ნებართვის გარეშე.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს, ამ დრომდე არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები. ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. სამწუხაროდ, მოქმედი პარლამენტის პირობებში, შემუშავებული კანონპროექტის ინიცირებაც კი ვერ მოხერხდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: