კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება მორიგი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას

სიახლეები | განცხადებები 14 სექტემბერი 2016

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.

 

კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტი. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

ფარული თვალთვალი და მიყურადება, წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო როგორც ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, ასევე - მოსმენების შესახებ არსებული სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება.

 

ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2016 წლის 14 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კამპანიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი სისტემა. კერძოდ, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით;სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა ინტერნეტურთიერთობაზე და აბონენტების ვინაობის, მათი ადგილმდებარეობის და კომუნიკაციისთვის გამოყენებული მოწყობილობების შესახებ მონაცემების მოპოვება და 2 წლის ვადით შენახვა სასამართლოს ნებართვის გარეშე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს, ამ დრომდე არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები. ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. სამწუხაროდ, მოქმედი პარლამენტის პირობებში, შემუშავებული კანონპროექტის ინიცირებაც კი ვერ მოხერხდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

 

  • სწრაფად, ჯეროვნად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების საკითხი;
  • ფარული თვალთვალისა და მიყურადების არაკონსტიტუციური სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის სათანადო გარანტიების შემუშავების მიზნით, მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები;
  • შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024