ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებაზე ტრენინგი ჩატარდა

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 მაისი 2022

28 აპრილს, IDFI-ს ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებაზე. ტრენინგს ესწრებოდნენ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსა და პარლამენტის საპარლამენტო საბჭოების სამდივნოების წარმომადგენლები. მოწვეული ტრენერი იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი ლაშა გოგიძე, რომელსაც აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) განხორციელების გამოცდილება.

 

შეხვედრა გახსნეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბობღიაშვილმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა - დავით მაისურაძემ. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს მათ შორის ისეთი საკითხები როგორიცაა თანაშემოქმედების სტანდარტი OGP-ში, OGP ვალდებულების შესრულების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და თვითშეფასების ანგარიშის სტანდარტები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ანალოგიური სახის ტრენინგი ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სამდივნოსთვის და შემუშავადა თვითშეფასების მეთოდოლოგიები როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტის  ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსთვის.

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024