აჭარის უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 დეკემბერი 2020

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით  გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

 

2020 წლის 25 დეკემბერს უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ცვლილებები აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, რომლის თანახმადაც სამართლებრივი საფუძველი შეექმნა აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტიციის ინსტიტუტის არსებობას. პეტიციისწარდგენამნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალა ქეთაჩართულობისთვის და ღია მმართველობის პრინციპების განვითარებისთვის. ელექტრონული და წერილობითი პეტიციის დანერგვა გათვალისწინებულია უმაღლესი საბჭოს 2020-2021 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის მეოთხე ვალდებულებით. სახელმწიფოებრივიან/დასაზოგადოებრივი საკითხების გადასაწყვეტად უმაღლესი საბჭოსთვის წერილობითი პეტიციით მიმართვა მოქალაქეებს 2021 წლის 1 მაისიდან შეეძლებათ. 200 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომას. ელექტრონული პეტიციის დანერგვა გათვალისწინებულია 2022 წლის 1 იანვრიდან.

 

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც რეგლამენტში შევიდა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. აღნიშნული ცვლილება ხორციელდება ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მე-13 ვალდებულების თანახმად და მიზნად ისახავს კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებას და გამოქვეყნებას. სამოქმედო გეგმების გამოქვეყნება შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას მიიღოს ინფორმაცია კომიტეტების მიერ საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ფუნქციების შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფს კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას, კომიტეტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020-2021 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024