გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა შეარჩიოს

განცხადებები 27 ივლისი 2017

25 ივლისს ამოიწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატებად მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს.

 

მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად აუცილებელია ხელისუფლებამ გამოავლინოს პოლიტიკური ნება დამოუკიდებელი გენერალური აუდიტორის დასამტკიცებლად, რომელიც არ იქნება ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ კონსტიტუციასთან და პარლამენტთან. ეს აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის, დამოუკიდებელობის უზრუნველსაყოფად.

 

ბოლო წლების განმავლობაში აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა, როგორც მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი ორგანო, რაც აღნიშნულია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა 2012 წლამდე არსებული გამოცდილების გათვალიწინებით.

 

წარსული გამოცდილების, ასევე აუდიტის სამსახურის ფუნქციებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2013 წელს შევთავაზეთ ხელისუფლებას ჩვენი რეკომენდაცია კანონმდებლობით დადგენილიყო შეზღუდვა აუდიტის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების - გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების პოლიტიკურ/პარტიულ საქმიანობაზე, არა მხოლოდ თანამდებობაზე მათი ყოფნის მანძილზე, არამედ გარკვეული პერიოდით ადრე თანამდებობის დაკავებამდე და, ასევე, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ვინაიდან აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობას არსებითად განაპირობებს სწორედ გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან.

 

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ორ თვეზე მეტია გასული მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც თორდიას განცხადებით მას ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მთავარი პროკურორი დაცვის წევრებთან ერთად. მომხდარიდან ორი თვის თავზე ინციდენტი არ არის გამოძიებული და კვლავ რჩება კითხვები უკავშირდებოდა ის თუ არა კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის სამსახურეობრივ საქმიანობას, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ამდენად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გენერალური აუდიტორის შერჩევის პროცესში გამოირიცხოს პოლიტიკური მიკერძოების განცდა.

 

მოვუწოდებთ პარლამენტს, კეთილსინდისიერად განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული ზედამხედველობითი უფლებამოსილება და ახალ გენერალურ აუდიტორად დაამტკიცოს პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული რომელიმე პარტიასთან და იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეროვნული გმირის წოდება "სამხედრო ცენტრის" წევრებისთვის

01.06.2023

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

31.05.2023

საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (2010-2022)

30.05.2023

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება

31.05.2023

შსს-მ და სუს-მა ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება უნდა გააკეთოს

21.05.2023

კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ეხმაურება

18.05.2023

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება

18.05.2023
ბლოგპოსტები

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022